იშემიური ინსულტი - ნევროლოგია

კითხვა: იშემიური ინსულტი (ნათხემში) მიიღო 63 წლის ქალმა, 10 დღეა უკვე კლინიკაშია არც კარგი შედეგია და არც ცუდი და რატოა ასე? აღენიშმება მეტყველების, ყლაპვის პრობლემა და მომენტებში არის არაადექვატური.
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ, უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს იშემიურ ინსულტთან დაკავშირებით. მხოლოდ ამ მონაცემებზე დაყრდნობით პასუხის გაცემა შეუძლებელია. უნდა შეფასდეს მდგომარეობის ზოგადი რადიოლოგიური მონაცემების სურათი სრულად. გასათვალისწინებელია, ინსულტით გამოწვეული დაზიანების ზუსტი კერა და ფართობი, ნევროლოგიური დეფიციტი, დაავადების სიმპტომური მიმდინარეობა და ა.შ.
ზოგადად, ექსკლუზიურად ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია ისეთი სამკურნალო მეთოდების გამოყენება, როგორიცაა სისტემური ვენური თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია და ლოკალური არტერიული თრომბოლიზისი.
თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ინსულტის გადატანიდან გასულია 10 დღე, ამ მანიპულაციების ჩატარების მხრივ შეზღუდულები ვართ.
უმჯობესია, ამ საკითხზე ისევ თქვენს მკურნალ ექიმთან იმსჯელოთ და მოიპოვოთ სრული ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან და პერსპექტივასთან დაკავშირებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა