მტევნის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: მტკივა და დაჭიმული მაქვს მაჯები და ხელის თითები,მიჭირს მოხრა და საქმის კეთება.რისი ბრალი შეიძლება იყოს ან რა მალამო უნდა წავისვა?
პასუხი:

მოგესალმებით,
მტევნის ტკივილი მრავალი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგალითად:

  • მტევნის ძვლების და სახსრების დაზიანებები;
  • კუნთების და რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანებები;
  • სისხლძარღვების დაზიანებები;
  • ნერვების კომპრესია და ა.შ.

მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია.
გირჩევთ, ზუსტი დიაგნოსტირების გარეშე, დამოუკიდებლად მალამოებისა და პრეპარატების მიღების თავი აარიდეთ.
შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ნევროლოგთან, საჭიროების შემთხვევაში კი, დიაგნოსტირება–მკურნალობაში ჩაერთვება რევმატოლოგი.

ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/20

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა