კეფის ტკივილი - ნევროლოგია

კითხვა: გამარჯობა .. რამდენიმე დღეა მაწუხებს კისრის წვა და ტკივილი, ტკივილი ვრცელდება კეფის არეშიც. რისი ბრალი შეიძლება იყოს? გმადლობთ წინასწარ
პასუხი:

მოგესალმებით,
რთულია ზუსტად გაგცეთ პასუხი, რა იწვევს თქვენ შემთხვევაში ამ სიმპტომებს, თუმცა შევეცდებით დაგეხმაროთ. ტკივილი კეფის მიდამოში და კისრის ზედა ნაწილში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა.
კისრის არეში გადის უამრავი სისხლძარღვი და ნერვი, რომლებიც კვებავს და აინერვირებს კისრის, თავის ქალას და სახის ქსოვილებს.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ კისრის არეში მალები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს, ამიტომ ხერხემლის ნებისმიერი, თუნდაც მცირე პათოლოგიური ცვლილება ან მომატებული დატვირთვა მთელი ნაწილის ფუნქციის მოშლას იწვევს.
ოსტეოქონდროზის გარდა, კეფის ტკივილის გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:

  • ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა) ;
  • კისრის სპონდილოზი;
  • კისრის მიდამოს მიოგელოზი.

თქვენს შემთხვევაში დისტანციურად ვერ გეტყვით, თუ რისგანაა გამოწვეული ტკივილი, ამიტომ უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან კონსულტაციაზე, ექიმი შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს მკურნალობის მეთოდის შესახებ.
კონსულტაციისას თუ გამოიხატება, თავის ტვინისა და კისრის მალების მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის საჭიროება, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფასდაკლება, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/20575/uprecedento-aqcia--gtavazobt-tavis-tvinisa-da-kisris-malebis-magnitur-rezonansul-tomografias

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა