კითხვა: გამარჯობა, ჰაიმორიტი მქონდა და ვიმკურნალე ამომწურავად მაგრამ თავის ტკივილი მაინც დამრჩა და მაინტერესებს იცის თუ არა ჰაიმორიტმა ტკივილის დატოვება და საჭიროა თუ არა ამ შემთხვევაში ტომოგრაფიის გადაღება?
პასუხი:

მოგესალმებით,
ჰაიმორიტი ზედა ყბის წიაღის ლორწოვანი გარსის ანთებაა და გამოწვეულია გარსში მიკროორგანიზმების გავრცელებით. ინფექციის გავრცელების გზების გათვალისწინებით ზედა ყბის წიაღის ანთება რამდენიმე სახის არსებობს:

  • ოდონტოგენური;
  • რინოგენული;
  • ჰემატოგენური;
  • ალერგიული.

არსებობს ჰაიმორიტის შემდეგი ფორმები:

  • ქრონიკული ჰაიმორიტი;
  • მწვავე ჰაიმორიტი.

ასევე, აღნიშნულ დაავადებას აქვს ორი ქვეტიპი:

  • ერთმხრივი;
  • ორმხრივი.

იმის გათვალისწინებით, რომ ჰაიმორიტის გამომწვევი მიზეზი ინფექციაა, დიახ შესაძლებელია, რომ მკურნალობის შემდეგ დარჩეს ისეთი სიმპტომი როგორიცაა თავის ტკივილი.
თუმცა, თქვენს შემთხვევაში, ჩივილის გამომწვევია თუ არა ჰაიმორიტი, მიმოწერის რეჟიმში ვერ მოგახსენებთ.
პირველ რიგში უმჯობესია, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. დამატებითი კვლევების დანიშნვა სპეციალისტის პრეროგატივაა.


ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა