კუჭის დაპატარავება - ბარიატრიული ქირურგია

კითხვა: ჩემს მეგობარს სურს კუჭის დქპატარავება.ცხოვრობს ამერიკაში და აიმტერესებს საფასური,ხანგრძლივობა საწოლი დღეების და რამდენ ხანში შეძლებს უკან გადაფრენას... გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,

ჩვენს კლინიკაში კუჭის დაპატარავება ხდება ბარიატრიული ოპერაციით – სლივ–გასტრექტომია, რაც გულისხმობს კუჭის მოცულობის შემცირებას ლაპარასკოპიული მეთოდით.
სლივ–გასტრექტომია არის კუჭის ვერტიკალური რეზექცია, როდესაც მცირდება კუჭის მოცულობა. ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. ეს არის გრელინი, რომელიც შიმშილის გრძნობას იწვევს.
ჩვენი კლინიკის ექიმთა გუნდს აქვს 21–ე საუკუნის დაავადების, ჭარბი წონის მკურნალობის ძალიან დიდი გამოცდილება.
სლივ–გასტრექტომიის ოპერაცია ტარდება მხოლოდ სამედიცინო ჩვენებით და არა პლასტიკური ან კოსმეტიკური მიზნით, შესაბამისად ჩვენება განისაზღვრება პაციენტის სხეულის მასის ინდექსის გამოთვლით და სხვა კლინიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით, რაც ექიმის პრეროგატივაა.
რაც შეეხება ფინანსურ საკითხს, ოპერაციის ღირებულებაა 10 000 ლარი, მკურნალობა ფინანსდება თანაგადახდის პრინციპით საყოველთაო და კერძო სადაზღვევოების მიერ.
ოპერაციიდან მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება, აქტიურდება და ხუთ დღეში ეწერება ბინაზე, ხოლო ერთ თვეში იწყებს ვარჯიშს.
აუცილებელია, პაციენტმა უშუალო კონსულტაცია გაიაროს ქირურგთან. კონსულტირებას გაუწევს ექიმი–ქირურგი გიგო ფიჩხაია. დეტალების დაზუსტების შემდეგ კი, მიეწოდება პაციენტს ამომწურავი ინფორმაცია ოპერაციასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა