თავის ტვინის ანევრიზმა - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობა. ნათესავის თავში ანევრიზმა გასკდა და მაინტერესებს იმისი შანსი, რო მდგომარეობა გაუსწორდება, რამდენ პროცენტს შადგენს? ასეთ დროს რატომ არ შეიძლება ქირურგიული ჩარევა და რა გზით ხდება სისხლის ამოღება ამ მიდამოდან?? გთხოვთ მიპასუხოთ
პასუხი:

მოგესალმებით,
შევეცდებით მოგაწოდოთ ზოგადი ინფორმაცია. ანევრიზმა წარმოადგენს სისხლძარღვის კედლის ლოკალურ დასუსტებას, რომელიც გამოიხატება კედლის დილატაციით და გახეთქვისკენ ტენდენციით, რაც იწვევს თავის ტვინში სისხლდენას (ჰემორაგიული ინსულტი). ანევრიზმა ყველაზე ხშირად თავის ტვინსა და მის ამომფენ თხელ ქსოვილებს შორის არსებულ სივრცეში სკდება. ამ ტიპის ჰემორაგიულ ინსულტს სუბარაქნოიდული სისხლდენა (ჰემორაგია) ეწოდება.
გამსკდარი ანევრიზმა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.
თავის ტვინში ანევრიზმის ჩამოყალიბების მიზეზი არტერიის კედლის სისქის შეთხელებაა. ანევრიზმები ხშირად არტერიების გაყოფისა და განტოტვის ადგილებში ვითარდება, რადგან სისხლძარღვის ეს ნაწილები უფრო სუსტი და მოწყვლადია.
ჩვენს კლინიკაში, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოსაკვლევ ოქროს სტანდარტს წარმოადგენს ცერებრული ანგიოგრაფია.
ხოლო ანევრიზმების ოპერაციული გამოთიშვის მიზნით მივმართავთ ენდოვასკულურ მეთოდს, რომელიც ნაკლებად ტრავმული და მნიშვნელოვნად ეფექტურია ყველა თვალსაზრისით. ამ ტიპის ოპერაციის დროს ვიყენებთ SHIMADZU–ს ორმკლავიან ანგიოგრაფს Trinias B12–ს. ეს აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგიაა, რომელიც ზედმიწევნით აკმაყოფილებს ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მოთხოვნებს.
მნიშვნელოვანია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დროს, ვინაიდან თითოეული დასახელებული მეთოდი ეფექტურია მხოლოდ გარკვეულ ვადაში, ხოლო შემდეგ ასეთი ჩარევები აღარ განიხილება.
მნიშვნელოვანია ასევე, პაციენტის ასაკი, მისი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა და სხვა კიდევ ბევრი ნიუანსი, რასაც მიმოწერის რეჟიმში ვერ განვიხილავთ.
უმჯობესია, პაციენტის ზოგად პროგნოზსა და მკურნალობის მეთოდებზე გაესაუბროთ მის მკურნალ ექიმს და სთხოვოთ, მოგაწოდოთ ინფორმაცია.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა