რევმატოიდული ართრიტი - რევმატოლოგია

კითხვა: ჩემს მეუღლეს საშინლად აწუხებს მუხლები, ეხლა იდაყვის სახსარიც ძალიან ასტკივდა და რაღაც გამოებერა, ხომ ვერ გვეტყვით რასთან გვაქვს საქმე? მადლობა
პასუხი:

მოგესალმებით,
მიმოწერის რეჟიმში დიაგნოსტირება შეუძლებელია, თუმცა, სავარაუდოდ ჩივილის გამომწვევია რევმატოიდული ართრიტი. ეს არის შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც ხასიათდება მემკვიდრეობითი განწყობით და აზიანებს უპირატესად შემდეგ სახსრებს:

  • ტერფის სახსარი;
  • კოჭ-წვივის სახსარი;
  • მუხლის სახსარი;
  • სხივ-მაჯის და მტევნის სახსარი.

პათოლოგიურ პროცესში ხშირად ერთვება კისრის მალათაშუა სახსრებიც.
რევმატოიდული ართრიტი აუტოიმუნური პათოლოგიების ნუსხაშია, ვინაიდან ამ დროს ორგანიზმში საკუთარი ქსოვილების (ძირითადად შემაერთებელი ქსოვილის) წინააღმდეგ გამომუშავდება ანტისხეულები.
დაავადების გამოვლენის შემდგომ, მოგვიანებით სტადიებზე შესაძლოა დაზიანდეს:

  • პერიფერიული ნერვები;
  • სისხლძარღვები;
  • გული;
  • ფილტვები;
  • თირკმელები და სხვა შინაგანი ორგანოები.

დაავადების აღმოცენებას ბიძგს აძლევს შემდეგი ფაქტორები:

  • გადაცივება;
  • სტრესი;
  • სახსრების ტრავმა;
  • ინფექცია.

თანამედროვე საშუალებებით შესაძლებელია დაავადების პროგრესირების შეფერხება, უსიამოვნო და მტანჯველი სიმპტომების შემსუბუქება - მოხსნა, გართულებათა თავიდან აცილება.
ზუსტი დიაგნოსტირებისათვის, აუცილებელია კლინიკური კვლევები.
გირჩევთ, მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ხოლო, თუ გსურთ, მოისმინოთ ჩვენი სპეციალისტის მოსაზრება, შეუძლია თქვენს მეუღლეს, მობრძანდეთ ჩვენს კლინკა „ახალ სიცოცხლეში“ რევმატოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც ექიმი–სპეციალისტი გაუწევს დახმარებას. ჩაუტარედება საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები, დაზუსტდება დიაგნოზი და დაენიშნება შესაბამისი მკურნალობა.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 059 900.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა