ლაბორატორიული კვლევები - ენდოკრინოლოგია


  • 14 მაისი 2019
კითხვა: გამარჯობა. ციკლის დაწყებიდან მეოთხე დღეს გავიკეთე ანალიზი. Fsh 4.678, (ნორმა 3.0-12.0) პროლაქტინი 60, (ნორმა 1.2-19.5) lh 13.01 (ნორმა 1.9-12.5). 26 წლის ვარ. რა დარღვევებზე მიუთითებს ეს მაჩვენებლები? წინა საღამოს ცხიმიანი საკვები მივიღე და მნიშვნელოვნად იმოქმედებდა ანალიზებზე? საკვერცხწების ნაადრევი უკმარისობა/განლევა ხომ არ არის?
პასუხი:

მოგესალმებით,
ცხიმიანი საკვების მიღება, მნიშვნელოვანად არ იმოქმედებდა, თუმცა თქვენი ლაბორატორიული კვლევბის მაჩვნებელთა მიხედვით, თითქმის ყველა ანალიზი ზეზღვარზეა.
ეს მაჩვენებლები მიუთითებს ენდოკრინული სისტემის პრობლემებზე. რაც შეეხება პროლაქტინს, ის იმ ჰორმონთაგანია, რომლებიც ქალის შვილოსნობის ფუნქციაზე უშუალო გავლენას ახდენს. სისხლში მისი შემცველობის მატებას ამ ფუნქციის დარღვევამდე მივყავართ.
„საკვერცხეების ნაადრევი უკმარისობა/განლევა“ მხოლოდ პროლაქტინის განსაზღვრით არ დიაგნოსტირდება, საჭიროა დამატებითი კვლევები და ექოსკოპია.
შესაბამისად, უნდა მიმართოთ პირველ რიგში ენდოკრინოლოგს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გინეკოლოგს.
ამ მიზნით შეგიძლიათ, მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე, სადაც მონაცემთა შეჯერების შემდეგ მოგეცემათ რეკომენდაცია საჭირო კლინიკურ–ლაბორატორიულ კვლევებზე, ამის შემდეგ კი დაისახება მკურნალობის გეგმა.
კლინიკის აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ექიმ–გინეკოლოგის კონსულტაცია + ექოსკოპია, ყველაზე დაბალ ფასად! ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31556/sagazafkhulo-ginekologiuri-aqcia-15-larad

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


ფოლიკულური ნეოპლაზია - ენდოკრინოლოგია

24 მაისი 2019

კითხვა: ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ .3 წლის წინ აღმომაჩნდა ჩიყვი.და მასთან ერთად სხვა სტრუქტურის კვანძი. თუ სწორად ვერ ვამბობ მაპატიეთ. ბიობსიით იყო კოლოიდური კვანდძი.ეხლა გადავამოწმე ექიმის რეკომდნდაციით და ბიოფიაში მიწერია. ზუსტად ასე: მეტად ფოლიკულური ნეოპლაზია. თუ არ შეწუხდებით განმიმარტეთ ეს სიმსიმვნეს ნიშნავს? ექიმთან ხვალ მივდივარ და ვერ ვითმენ ვისაც ვკითხე სიმსივნეაო მითხრეს,. უღრმესი მადლობა წინასწარ

კოლოიდური კვანძი - ენდოკრინოლოგია

23 მაისი 2019

კითხვა: გამოსაკვლევი მასალის ხასიათი: დამიზნებითი ასპირაციული ბიოფტატი ახალწარმონაქმნის ლოკალიზაცია: ფარ. ჯირკვლის ისთმუსის არე მარჯვნივ (13X17მმ.) ციტოლოგიური გამოკვლევა2137-19 მიღებულ მასალაში კოლოიდური მასების, ცალკეული ჰემოსიდეროფაგების და ლიმფოციტების ფონზე ნანახია ფოლიკულური ეპითელიუმის მონომორფული უჯრედები პროლიფერაციის ნიშნებით. დასკვნა: შეესაბამება კოლოიდური კვანძის სურათს. BSRTC: II გთხოვთ უფრო დაწვრილებით ამიხსნათ კვანძის თვისება (კეთილთვისებიანი, ავთვისებიანი)

ლაბორატორიული კვლევები - ენდოკრინოლოგია

14 მაისი 2019

კითხვა: გამარჯობა. ციკლის დაწყებიდან მეოთხე დღეს გავიკეთე ანალიზი. Fsh 4.678, (ნორმა 3.0-12.0) პროლაქტინი 60, (ნორმა 1.2-19.5) lh 13.01 (ნორმა 1.9-12.5). 26 წლის ვარ. რა დარღვევებზე მიუთითებს ეს მაჩვენებლები? წინა საღამოს ცხიმიანი საკვები მივიღე და მნიშვნელოვნად იმოქმედებდა ანალიზებზე? საკვერცხწების ნაადრევი უკმარისობა/განლევა ხომ არ არის?

სუბფებრილური ტემპერატურა - ენდოკრინოლოგია

11 მაისი 2019

კითხვა: გამარჯობა.ჩემს 23 წლის გოგოს ხშირად აქვს ტემპერატურა 37.2,აქვს აგრეთვე თავის ტკივილები და უმადობა .არის სუსტი აღნაგობის 50 კგ.იწონის 1.73 სიმაღლის ვერ იმატებს წონაში.სისხლის ანალიზიც ნორმალური აქვს და ჩიყვის ანალიზიც ნორმაში აქვს.გთხოვთ მირჩიოთ რომელ სპეციალისტს მივმართო.


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.