ოსტეოპოროზი - რევმატოლოგია


  • 15 მაისი 2019
კითხვა: დედასთვის მითხრეს ,,კალციყმი ადვასი,,გადაღების დროს უთხრეს ძვალია გამოფიტულიო, რამდენჯერ უნდა მიიღოს და გვერდითი მოვლენები თუ აქვს, დედა 80 წლისაა, გმადლობთ!
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ოსტეოპოროზი არის დაავადება, რომლის დროსაც მცირდება ძვლოვანი ქსოვილის მასა და იცვლება ძვლის შენება. ძვლები მყიფდება, რაც ზრდის მოტეხილობის რისკს. ოსტეოპოროზს ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, ის ხშირად ფარულად მიმდინარეობს და პირდაპირ გართულებით - ხერხემლის, ბარძაყის ყელის ან სხვა ძვლის მოტეხილობით - იჩენს თავს.
კალცემინი ადვანსი კი, გამოიყენება სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზის პროფილაქტიკისათვის.
მოზრდილ ასაკში, პაციენტმა უნდა მიიღოს თითო ტაბლეტი ორჯერ დღეში, ჭამის დროს.
დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს, პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ, შესაძლოა გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები. ამიტომ გირჩევთ, მიმართეთ ან დაუკავშირდით მკურნალ ექიმს და სთხოვეთ, დაგიზუსტოთ პრეპარატის მიღების დოზები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის სახელით გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


ოსტეოპოროზი - რევმატოლოგია

15 მაისი 2019

კითხვა: დედასთვის მითხრეს ,,კალციყმი ადვასი,,გადაღების დროს უთხრეს ძვალია გამოფიტულიო, რამდენჯერ უნდა მიიღოს და გვერდითი მოვლენები თუ აქვს, დედა 80 წლისაა, გმადლობთ!

ართრიტი - რევმატოლოგია

13 მაისი 2019

კითხვა: მოგესალმებით, მამას დაახლოებით 10 დღეა სტკივა ფეხი, დაეწყო უცბად ტკივილი, შეშუპებული ქონდა წვივი და კოჭთან ძალიან, ექიმმა დაუნიშნა აუგმენტინი, რივანოლის საფენები, 2 დღე 38 მდე სიცხეც ქონდა, შეშუპება აღარ აქვს და ეხლა კოჭთან აქვს ცოტა სიმაგრე, ვიშნიოვსკის მალამოს ვადებთ, ცოტა სისხლიანი გამონადენი აქ ვს მალამოს მერე, გამაყუჩებლის გარეშე ვერ უძლებს ტკივილს და რას მირჩევთ რა შეიძლება გავაკეთოთ დამატებით ან რისგან არის ეს გამოწვეული? ტრავმატოლოგ ქირურგს რო ვესაუბრე და ავუხსენი მდგომარეობა ართრიტიაო, 3 ინექცია დექსამეტაზონი დაუნიშნა, ართრიტმა შეიძლება ესეთი გართულება გამოიწვიოს? დიდი მადლობა წინასწარ

რევმატოიდული ართრიტი - რევმატოლოგია

10 მაისი 2019

კითხვა: ჩემს მეუღლეს საშინლად აწუხებს მუხლები, ეხლა იდაყვის სახსარიც ძალიან ასტკივდა და რაღაც გამოებერა, ხომ ვერ გვეტყვით რასთან გვაქვს საქმე? მადლობა

ოსტეოპოროზი - რევმატოლოგია

20 აპრილი 2019

კითხვა: გამარჯობა ოსტეოპოროზის დროს სახსრებმა იცის ტკივილი? შეიძლება თავშიც იყოს ოსტეოპოროზი ძვლებში?


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.