მუცლის თიაქარი - ქირურგია

კითხვა: გამარჯობა. მაქვს თიაქარი მუცლის მიდამოში , ამავდროულად თირკმლის პრობლემა(დიალეზს ვიკეთებ) .რამდენად შესაძლებელია თქვენთან ოპერაციის გაკეთება და ხდება თუ არა თანამედროვე მეთოდით ? გმადლობთ წინასწარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
თიაქარი – ეს არის მუცლის ღრუს რომელიმე ორგანოს კანქვეშ გამოსვლა ბუნებრივი ან შეძენილი ხვრელიდან. ანატომიური ლოკალიზაციის მიხედვით ის შეიძლება იყოს:

  • საზარდულის;
  • ბარძაყის;
  • თეთრი ხაზის;
  • ჭიპის;
  • პოსტოპერაციული.

ამ დროს პაციენტმა თავი უნდა აარიდოს მძიმე ფიზიკურ შრომას, სიმძიმეების აწევას და ყველა იმ ფაქტორს, რომელიც მუცელშიდა წნევას ზრდის (ხველას, შეკრულობას და სხვა), მოიწესრიგოს ნაწლავების მოქმედება.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში, გაირეთ ქირურგთან უფასო კონსულტაცია აქციის ფარგლებში ხუთშაბათს. ექიმი შეაფასებს ობიექტურად თქვენს მდგომარეობას
და ამის შემდგომ შესაძლებელია გაგცეთ ამომწურავი პასუხი ოპერაციულ საკითხებთან დაკავშირებით.

პაციენტების ჩაწერა კონსულტაციაზე მიმდინარეობს წინასწარ, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25 .
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა