კარდიოფობია, მენოპაუზა - კარდიოლოგია


  • 16 მაისი 2019
კითხვა: კითხვა პასუხები წავიკითხე გულთან დაკავშირებით. მგონი ყველაფერი მჭირს. კარდიოგრამა გავიკეთე. მითხრეს ჟანგბადი უმაღლეს დონეზე მიეწოდება გულსო. სავარაუდოდ კარდიო ნევროზიაო. რასთან მაქვს საქმე. მენოპაუზის პერიოდში ვარ.
პასუხი:

მოგესალმებით,
გულის ნევროზი, იგივე კარდიოფობია, ხშირად დაკავშირებულია შემდეგ სიმპტომებთან:

  • ნერვულ-ემოციური სტრესი;
  • გადაღლა;
  • აღელვება;
  • ქრონიკული ინფექცია;
  • ჰორმონული დარღვევები.

ასევე გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობითი ფაქტორიც.
პაციენტს ამ დროს გამოხატული აქვს ზოგადი ხასიათის ჩივილები. ამასთანავე, დაავადებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, რომელიც უპირატესად აღინიშნება გულის არეში. ასევე, ხშირად აღენიშნება:

  • გულის ფრიალი;
  • ოფლიანობა;
  • ფიზიკური სისუსტე;
  • დაღლილობის შეგრძნება და ა.შ.

რაც შეეხება მენოპაუზას, ეს ის პერიოდია, როდესაც საკვერცხეების ბიოლოგიური სიცოცხლე დასასრულს უახლოვდება, ამის კვალობაზე, მცირდება ჰორმონების გამომუშავება, კვერცხუჯრედის მომწიფება უფრო და უფრო იშვიათდება, რაც არარეგულარული მენსტრუალური ციკლით ვლინდება და ადრე თუ გვიან დგება დრო, როდესაც საკვერცხეების ფუნქციონირება წყდება.
მენოპაუზით განპირობებული ჰორმონული ცვლილებები შესაძლოა ფსიქოვეგეტატიური დარღვევების მიზეზად იქცეს.
მენოპაუზასთან დაკავშირებული მძიმე დარღვევების თავიდან აცილება სამი ძირითადი მექანიზმით არის შესაძლებელი. ესენია:

  • ჰორმონების დეფიციტის შევსება;
  • ჯანსაღი, დაბალანსებული კვება;
  • საკმარისი ფიზიკური აქტივობა.

კვების რაციონი სიმსუქნის თავიდან აცილებასაც უნდა ისახავდეს მიზნად, ვინაიდან ცხიმის ყოველი ზედმეტი კილოგრამი, რომელიც მუცლის არეში გროვდება, ზრდის მენჯის ფუძის კუნთებზე დატვირთვას და, შესაბამისად, შარდის ბუშტის ფუნქციის მოშლის ალბათობას.
ზუსტი დიაგნოსტირება, მიმოწერის რეჟიმში რა თქმა უნდა შეუძლებელია. ამიტომ გირჩევთ, მიმართოთ შესაბამის სპეციალისტებს, კარდიოლოგსა და გინეკოლოგს.
შეგიძლიათ, ამ მიზნით მომართოთ ჩვენს კლინიკას, სადაც მაღალკვალიფიციურ ექიმთა გუნდი გაგიწევთ დახმარებას და დაგენიშნებათ თქვენზე მორგებული მკურნალობის მეთოდი.
საჭიროების შემთხვევაში,  კვლევებს შემოგთავაზებთ სააქციო ფასებში.

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა





მსგავსი შეკითხვები


ST სეგმენტის აღმავალი დეპრესია - კარდიოლოგია

24 მაისი 2019

კითხვა: გამარჯობა, კარდიოლოგიური კითხვაა. რას ნიშნავს ST სეგმენტის აღმავალი დეპრესია ? ცუდუა თუ კარგი

კარდიოფობია, მენოპაუზა - კარდიოლოგია

16 მაისი 2019

კითხვა: კითხვა პასუხები წავიკითხე გულთან დაკავშირებით. მგონი ყველაფერი მჭირს. კარდიოგრამა გავიკეთე. მითხრეს ჟანგბადი უმაღლეს დონეზე მიეწოდება გულსო. სავარაუდოდ კარდიო ნევროზიაო. რასთან მაქვს საქმე. მენოპაუზის პერიოდში ვარ.

ჰიპერტენზია - კარდიოლოგია

13 მაისი 2019

კითხვა: მოგესალმებით, ვარ 37 წლის თუმცა ბოლო პერიოდია ვუჩივი წნევის მატებას, თითქმის ყოველთვის წნევა მაქვს 130/100 წნევის დამწევი პრეპარატის მიღების შემდეგ გულის წნევს დაწევას ვერ ვახერხებ 95 ნიშნულის ქვევით (თუმცა თავის წნევა მიწევს და შესაძლებელია წნევა მქონდეს 110/98-ზე). გაკეთებული მაქვს ღვიძლის ფუქცია, კრეა ტინინის ანალიზი, ლიპიდების სპექტრი და არაფერი ცვლილება მაქვს აღნიშნულ ანალიზებში. იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ რა გავაკეთო. მადლობა წინასწარ.

გულის ფრიალი - კარდიოლოგია

11 მაისი 2019

კითხვა: მოგესალმებით. ერთი თვეა მაქვს გულის პრობლემები,რაც გამოიხატება შემდეგში. აჩქარება ან ფრიალი. ან თითქოს სუნთქვა მიწყდება. ამას თან ახლავს ფორიაქი. ვსვამ ექიმის მიერ გამოწერილ წამლებს. ამრა,ემკორი და ტრიმეკორი მრ.წნევა ჩადგა მაგრამ ვარ სუსტად მაინც.და მაქვს ტავში ბჟუილის მსგავსი რაღაც. თავბრუ. რამეთი დამეხმარებით? მადლობა დიდი.


კლინიკის სიახლეები

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

თურქი ნეიროქირურგის უფასო კონსულტაცია ხერხემლის ნებისმიერი პათოლოგიისა და ნეიროქირურგიული პრობლემების მქონე პაციენტებისთვის

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს 3, 4 და ასევე 10, 11 და 12 ივნისს სამუშაო ვიზიტით ეწვევა თურქეთში მოღვაწე ნეიროქირურგი, პროფესორი თუნჩ კოჩი.

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.