სიმსუქნე და სტრესი – რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს?

სიმსუქნე და სტრესი – რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს?

მსოფლიოში სიმსუქნით დაავადებულია 100 მილიონამდე ადამიანი, ხოლო საქართველოში მორბიდული სიმსუქნე აღენიშნება დაახლოებით 100 000–მდე ადამიანს.

სიმსუქნე ფსიქო–სოციალური პრობლემაა და გვხვდება ყველა ასაკისა და სოციალურ ფენაში. ჭარბი წონა არაა მხოლოდ ვიზუალური, კოსმეტიკური პრობლემა, ზედმეტი კილოგრამები ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

შესაძლებელია თუ არა, ადამიანი სტრესის გამო გასუქდეს? ამ თემაზე გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი ანა ჭოხონელიძე.

„სტრესი პირველ რიგში ვნებს ნერვულ სისტემას, რასაც შეუძლია გარკვეული დარღვევებისა და ჰორმონული ცვლილებების გამოწვევა. სტრესი არა მხოლოდ სიმსუქნის, არამედ უამრავი დაავადების საწყისად ითვლება“, – აცხადებს ქალბატონი ანა.

როცა ადამიანს სულ შია

აღსანიშნავია, რომ თავის ტვინში მოთავსებულია როგორც შიმშილის, ისე სიმაძღრის ცენტრი. სტრესულად შესაძლებელია დაზიანდეს ერთიც და მეორეც. იმ შემთხვევაში, როცა პოსტსტრესულად ადამიანს სულ შია და ვერ გრძნობს სიმაძღრეს, ვითარდება ე.წ. ბულემია. პიროვნებას უჩნდება საკვების ჭარბად მიღების დაუძლეველი სურვილი, რასაც ვერ აკონტროლებს. დროთა განმავლობაში ეს ფაქტორი იწვევს სიმსუქნეს.

გარდა ამისა, კვება სიამოვნებაა. ხშირად, პოსტსტრესულად ადამიანისთვის საჭმელი ხდება დადებითი ემოციის წყარო და ამის გამო იღებს ჭარბ კალორიას, რასაც საბოლოოდ მივყავართ სიმსუქნემდე.

რა ემართება ორგანიზმს სტრესის დროს

რაც შეეხება ჰორმონულ ფონს – სტრესის შედეგად ორგანიზმში გამოიყოფა სტრესული ჰორმონი კორტიზოლი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სხვა ჰორმონებზე და ხელი შეუწყოს მუცლის წინა კედელზე ცხიმის დაგროვებას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გისურვებთ ჯანმრთელობას!