ამბულატორია

დეპარტამენტები

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორიული მომსახურებით ყოველდღიურად უამრავი ადამიანი სარგებლობს.

პაციენტების რიცხვის მატება განპირობებულია იმ მრავალფეროვანი კვლევების ხელმისაწვდომი ღირებულებით, რასაც კლინიკის ამბულატორია სთავაზობს მოსახლეობას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორია სხვადასხვა აქციას სთავაზობს მოსახლეობას

ყოველდღიურად კლინიკაში მოქმედებს ფასდაკლების აქციები, სადაც პაციენტები უპრეცედენტოდ დაბალ ფასად იტარებენ მაგნიტურ–რეზონანსულ კვლევებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას, სარგებლობენ სრული ენდოსკოპიური კვლევით უახლესი  გასტრო და კოლონოსკოპიის აპარატების თანხლებით, ექოსკოპიური კვლევებით და სხვა.

ამბულატორიის დეპარტამენტის ყველა თანამშრომელი ზრუნავს იმაზე, რომ კლინიკაში მოსულმა პაციენტმა მისთვის სასურველი კვლევა მაქსიმალური კომფორტის ფონზე მიიღოს. 

ამბულატორიის დეპარტამენტის ტექნიკური აღჭურვილობა

აღსანიშნავია ის ულტრათანამედროვე აპარატურა, რომლითაც აღჭურვილია ქირურგიის ეროვნული ცენტრის ამბულატორია.  

მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფი

კომპანია Toshiba-ს უახლესი თაობის მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფი Vantage Elan, რომელიც თავისი შესაძლებლობებით ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიო ბაზარზე. აპარატს გააჩნია მძლავრი ტექნოლოგიური პაკეტები და კვლევის უახლესი რეჟიმები, გამოირჩევა გამოსახულების მაღალი ხარისხით და უსწრაფესი ვიზუალიზებით.

საუკეთესოა შემდეგი დაავადებების გამოვლენისთვის:

მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია მეტად მნიშვნელოვანია ონკოლოგიური და სხვადასხვა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტების დინამიკაში დაკვირვებისთვის.

უსაფრთხოა თუ არა მაგნიტურრეზონანსული ტომოგრაფია ჯანმრთელობისთვის?

აღსანიშნავია, რომ კვლევის ეს მეთოდი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის, რადგან კვლევის დროს არ ხდება ადამიანის ქსოვილებისა და შინაგანი ორგანოების რენტგენული დასხივება და არ გამოიყენება იონიზირებული რადიაცია.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილია მრტ-ს ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი!

მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფი ახლახანს იქნა უზრუნველყოფილი Software Upgrade Package for Vantage Elan V4 - ვერსიით, ამ სიახლის საშუალებით მიიღება იდეალური გამოსახულება და გარდა ამისა შესაძლებელი ხდება მთელი სხეულის სკანირება რუტინული კვლევის ფასად, რაც დიდი შეღავათია პაციენტისთვის და პრიორიტეტია ჩვენი კლინიკისთვის.

magnitur rezonansuli tomografia

კომპიუტერული ტომოგრაფი

32 შრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი -Toshiba Aquilion RXL

ეს მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი თავის კლასში უპირობო ლიდერია. კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში გამოსახულების მაღალი ხარისხი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამისთვის Toshiba-მ  შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც სწორედ ქირურგიის ეროვნული ცენტრის კომპიუტერული ტომოგრაფია აღჭურვილი. მასში ინსტალირებულია Toshiba-ს უახლესი სისტემა AIDR - 3D (Adaptive Iterative Dose Reduction 3D), რომელიც ამცირებს დასხივების დოზას და ინარჩუნებს გამოსახულების მაღალ ხარისხს. აპარატი აღიჭურვა ახალი კტ–პერფუზიის ფუნქციით (CT Cerebral blood perfusion), რაც ფაქტობრივად განუყოფელი და მძლავრი იარაღია ჩვენი ნეიროქირურგიული  სამსახურისთვის – ისინი ინსულტის მართვის კუთხით, ამ კვლევის თანხლებით, საუკეთესო შედეგს იღებენ, მარტივად გეგმავენ შემდგომი კვლევებისა თუ მკურნალობის ტაქტიკას.

kompiuteruli tomografia

ექოკარდიოგრაფიის აპარატი

უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატის TOSHIBA Aplio 400–ის უპირატესობაა მაღალი ხარისხის გამოსახულება. Aplio 400 უზრუნველყოფს გამოკვლევის სიზუსტეს. აპარატს აქვს ყველა ფუნქცია ულტრასონოგრაფიული კვლევებისთვის, თუმცა განსაკუთრებით აღსანიშნავია Speckle tracking - 2D Strain ექოკარდიოგრაფია, რომელიც ულტრაბგერითი კვლევის მეთოდია და მიოკარდის დეფორმაციის შესწავლით მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის პათფიზიოლოგიური მექანიზმების ახსნისა და ასიმპტომური სტადიის ნაადრევი გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.

Speckle tracking (Speckle-ლაქა, tracking-თვალთვალი, დაკვირვება) ექოკარდიოგრაფიული კვლევის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს სხვადასხვა სიმკვრივის მქონე ორი გარემოს საზღვარზე ულტრაბგერითი სხივების ბუნებრივი გარდატეხვის შედეგად წარმოქმნილი ლაქების – აკუსტიკური მარკერების მოძრაობაზე დაკვირვება.

ამ მოძრაობის ანალიზით ორგანზომილებიან რეჟიმში განისაზღვრება გამოსაკვლევი სეგმენტების გადაადგილება, გადაადგილების სიხშირე (სიჩქარე), დეფორმაცია და დეფორმაციის სიჩქარე და გულის ბრუნვითი პროცესები. 2D strain ტექნოლოგია სამ სიბრტყეში – სიგრძივი, ცირკულარული და რადიალური მიმართულებით მიოკარდის დეფორმაციის შედეგების ანალიზითა და გულის შემობრუნებისა (Rotation) და შემოგრეხვა/გახსნის (Twisting/Untwisting) პროცესების აღწერით მიოკარდის სეგმენტური და გლობალური კუმშვადობის, ასევე მისი ბრუნვითი მექანიკის შეფასების შესაძლებლობას იძლევა.

2D strain ტექნოლოგიის ფართო გამოყენებას და კვლევის პოპულარობას კი განაპირობებს მეთოდის მაღალი ინფორმატიულობა, შესრულების სიმარტივე და მრავალჯერ გამოყენების შესაძლებლობა. სწორედ ამ მიზნით მიიღო ქირურგიის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება შეეძინა ამ ფუნქციით აღჭურვილი უახლესი ექოკარდიოგრაფიის აპარატი TOSHIBA Aplio 400.

aplio 400

 

ულტრაბგერითი აპარატი

აღსანიშნავია უახლესი ულტრაბგერითი აპარატი Toshiba Aplio 500, რომელიც გამოირჩევა ვიზუალიზების თანამედროვე სისტემით, მაღალი სიზუსტისა და მგრძნობელობის პროგრამებით. მაღალი სიზუსტით ხდება მკურნალობის შედეგების მონიტორირება, რაც პაციენტთათვის უსაფრთხოების მაქსიმალური გარანტიაა.

რას ნიშნავს ელასტოგრაფიული რეჟიმი?

აპარატის უპირატესობაა ელასტოგრაფიული რეჟიმი. ულტრაბგერითი ელასტოგრაფია ეს არის ფერად რეჟიმში კვანძოვანი წარმონაქმნების ან ჯირკვლოვანი ორგანოების, როგორიცაა ფარისებრი და სარძევე ჯირკვლები, აგრეთვე ღვიძლის და ელენთის სიმკვრივის განსაზღვრა. რაც უფრო მომატებულია სიმკვრივე, მით უფრო მეტია ავთვისებიანი დაავადების არსებობის რისკი.

Fly Thru რეჟიმის მეშვეობით კი ხდება ადამიანის სისხლძარღვებსა და ღრუ ორგანოებში (ნაღვლისა და შარდის ბუშტი), 4D რეჟიმში გადამწოდით შეღწევა და მათი კედლებისა და ღრუს შიგთავსის დათვალიერება. მისი მეშვეობით ხდება დიფერენცირება პოლიპსა და კონკრემენტებს შორის და ათეროსკლეროზულ ფოლაქსა და წარმონაქმნს შორის, რაც ზუსტ დიაგნოსტირებაში გვეხმარება.

aplio 500

დეპარტამენტები

ექიმები

სიახლეები

აქციები