ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი

ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი

ტრავმატოლოგიის დეპარტამენტი მოსახლეობას სთავაზობს ნებისმიერი მდებარეობისა და სიმძიმის ტრავმული დაზიანების მკურნალობას 24 საათიან რეჟიმში.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში პაციენტები სარგებლობენ შემდეგი სერვისებით:

 

•             მენჯ–ბარძაყის, მუხლის, მხრის, თითების ენდოპროტეზირება;

•             კიდურების დაგრძელება შეძენილი პათოლოგიების დროს;

•             შეძენილი თუ თანდაყოლილი პათოლოგიების დროს საკორექციო ძვალკვეთა;

•             მოტეხილობების შემთხვევაში ნებისმიერი ტიპის ქირურგიული ჩარევა (ოსტეოსინთეზი);

•             ძვლის გადანერგვა შეუხორცებელი მოტეხილობების დროს;

•             ნებისმიერი თანამედროვე ოპერაციები მტევანსა და ტერფზე;

•             სახსარშიდა ინექციები შესაბამისი მედიკამენტებით რენტგენის კონტროლის ქვეშ.

 

კლინიკაში ერთ სივრცეში ტარდება ყველა ტიპის ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევა! 

ოპერაციები ტარდება ბრენდული კომპანიების მიერ წარმოებული თანამედროვე იმპლანტებით.

პაციენტს საშუალება აქვს ისარგებლოს ნებისმიერი ამბულატორიულ–ტრავმატოლოგიური სერვისით.

კლინიკა აღჭურვილია უახლესი მოდელის თანამედროვე აპარატურით, ელექტროოპტიკური გარდამქმნელით „ეოპით“, ასევე კომპანია Shimadzu–ს სტაციონარული რენტგენის აპარატით. ვიყენებთ გერმანული ბრენდის „ესკულაპის“ იმპლანტებს, რომლის მარაგი ყოველთვის აქვს კლინიკას, შესაბამისად, პაციენტს ტრავმატოლოგიური სერვისი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

 

ბევრ ქალბატონს (განსაკუთრებით მენოპაუზის შემდგომ) უვითარდება ოსტეოპოროზი. ეს არის დაავადება, რომელიც იწვევს ძვლოვანი მასის დაკარგვას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები ნიშნავენ მედიკამენტურ მკურნალობას, რომლის მიზანია ძვლის მასის მომატება. სწორედ ასეთი მკურნალობითაა შესაძლებელი ოსტეოპოროზის გაღრმავების პრევენცია და ის, რომ პაციენტი დისკომფორტმა აღარ შეაწუხოს. ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის საშუალებით მცირდება მოტეხილობების რისკი.   

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ჩატარდა 2000–ზე მეტი ყველა სირთულის ოპერაცია, მათ შორის უმეტესი წილი ენდოპროტეზირება. ოფიციალური სტატისტიკით, თუ მსოფლიოში ამ ტიპის ქირურგიული ჩარევის გართულების რისკი 2%–ს შეადგენს, ჩვენს კლინიკაში ეს მაჩვენებელი 0%–ს უახლოვდება. ენდოპროტეზირების შემდეგ ადამიანს უბრუნდება სიცოცხლის ხალისი, აქტიურად ერთვება ცხოვრების ჩვეულ რიტმში, შეუძლია მსუბუქი ინტენსივობის ფიზიკური ვარჯიშებითაც კი დაკავდეს.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს ხშირად მომართავენ პაციენტები სახსრების ტკივილის დიაგნოზით. იმ შემთხვევებში თუ პაციენტის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა ოპერაციის ჩატარების საშუალებას არ იძლევა, ჩვენი კლინიკის ექიმები ირჩევენ სპეციალურ მედიკამენტურ მკურნალობას – ჰიალუნორის მჟავას შემცველი საპოხი ჟელეს სახსარში შეყვანას. ამ ჟელეს არ გააჩნია უკუჩვენება. პროცედურა რამდენიმე წუთს მოიცავს და პაციენტებს შეუძლიათ ოპერაციის გარეშე გააგრძელონ სრულფასოვანი ცხოვრება.   

 

ექიმები


ზურაბ ორაგველიძე

ექიმი–ტრავმატოლოგი

სიახლეები



კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ანევრიზმის დახშობა ერთი ჩხვლეტით – ქირურგებმა უიშვიათესი პათოლოგია დაამარცხეს!

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს მომართა 43 წლის პაციენტმა. პაციენტი უჩიოდა ძლიერ ტკივილს მუცლის არეში.