კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი გაშლილია 31 საწოლზე, აქედან კრიტიკულ მდგომარეობათა სექცია 21 საწოლზე, ინტენსიური თერაპიის სექცია 7 საწოლზე, კარდიოქირურგიის ინტენსიური კი – 3 საწოლზე.

დეპარტამენტში საშუალოდ, თვეში მკურნალობს 120 პაციენტი. დეპარტამენტში ძირითადად მკურნალობენ კრიტიკულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტები.  

კლინიკის მრავალპროფილურობიდან გამომდინარე, დეპარტამენტში სიმძიმის ხარისხის შესაბამისად უტარდებათ მკურნალობა აპარატული ან არააპარატული მხარდაჭერით როგორც ნებისმიერი პროფილის, კრიტიკულ და გადაუდებელ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს,  ასევე პაციენტებს პოსტოპერაციულ პერიოდში.

ოპერაციათა სპექტრი ფართოა, აქედან გამომდინარე, განსხვავებულია პოსტოპერაციულ პაციენტთა პროფილიცა და სიმძიმის ხარისხიც.

კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, რაც უზრუნველყოფს პაციენტების სასიცოცხლო ფუნქციების მონიტორინგს, შენარჩუნებასა და ჩანაცვლებას. დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე ტიპის რესპირატორებით, ინვაზიური და არაინვაზიური მონიტორებით, დიალიზის აპარატით და ა.შ.

წარმატება განპირობებულია მკურნალობის ხარისხით, პერსონალის პროფესიონალიზმით, დისციპლინით, გუნდურად მუშაობის უნარით.

ექიმები


სოფიკო გუდავა

ექიმი–რეანიმატოლოგი

ირინა ხურცია

ექიმი–რეანიმატოლოგი

ირინა ჯიქია

ექიმი–რეანიმატოლოგი

ლია ცირეკიძე

ექიმი–რეანიმატოლოგი

მაკა ჭუმბურიძე

ექიმი–რეანიმატოლოგი

სიახლეები



კლინიკის სიახლეები

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 4 მაისს გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე „კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპები“

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კოლორექტალური კიბოს მართვის თანამედროვე პრინციპებს ეძღვნება.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 19 აპრილს გორის რაიონის სოფელ ძევერაში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.