ინსულტის ცენტრი

ინსულტის ცენტრი

უკანასკნელი მონაცემებით, მსოფლიოში ყოველ 2 წამში ერთ ადამიანს ემართება ინსულტი, ხოლო ყოველ 5 წამში ამ პათოლოგიით ერთი ადამიანი იღუპება.

ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, შრომისუუნარობის ყველაზე ხშირი მიზეზია, სიკვდილის მიზეზებს შორის კი მეორე ადგილს იკავებს.

ინსულტის დროს ძალიან მნიშვნელოვანია დროული დახმარება.

დღეს ინსულტიანი პაციენტები მთელ მსოფლიოში ინსულტის ცენტრებში გადაჰყავთ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრი უნიკალურია თავისი შესაძლებლობებით. აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით, დაკომპლექტებულია გამოცდილი და პროფესიონალი ნეიროქირურგებითა და ნევროლოგებით.

კლინიკის ინსულტის ცენტრი პაციენტებს სთავაზობს მკურნალობას იმ თანამედროვე მეთოდებით, რაც დანერგილია ამერიკისა და ევროპის წამყვან კლინიკებში.

ინსულტის ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU-ს წარმოების ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12. მსგავსი აპარატი ექსკლუზიურია რეგიონში და უნიკალური ოპერაციების ჩატარების შესაძლებლობას იძლევა. ეს არის უახლესი ტექნოლოგია, რომელიც პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ.

კლინიკისინსულტისცენტრშიხდება:

•          მწვავე სტადიის პაციენტების ტრიაჟი;

•          თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის აღდგენისა და პათოლოგიური პროცესის შეჩერებისაკენ მიმართული ღონისძიებები – სისტემური ინტრავენური  თრომბოლიზისი, ენდოვასკულური თრომბექტომია (ანგიოგრაფით);

•          თავის ტვინში სისხლჩაქცევის, ანევრიზმის, არტერიო–ვენური მალფორმაციის, კაროტიდული და ვერტებრული არტერიების სტენოზის ქირურგიული მკურნალობა როგორც ღია, ასევე ენდოვასკულური მეთოდით (ანგიოგრაფით);

•          ადრეული ნეირორეაბილიტაცია;

•          მეორეული პრევენცია.

პაციენტის ცენტრში მიყვანისთანავე პროფესიონალთა გუნდი ადგენს ინსულტის ტიპსა და გენეზს. იშემიური ინსულტის სამკურნალოდ, თანამედროვე გაიდლაინების დაცვით, ტარდება სისტემური ინტრავენური თრომბოლიზისი ან ენდოვასკულური თრომბექტომია. მეთოდს პაციენტის მდგომარეობისა და სათანადო ჩვენების მიხედვით ინდივიდუალურად არჩევენ.

თრომბოლიზისი

თრომბოლიზისი თრომბის დაშლას ნიშნავს. ამ მეთოდით იშლება თავის ტვინის სისხლძარღვში ჩაჭედილი თრომბი, ხდება სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი – აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით, რომელსაც ინსულტის განვითარებიდან პირველი 4,5 საათის განმავლობაში შეუძლია თრომბის დაშლა, შემდეგ მისი გამოყენება აზრს კარგავს, ამიტომ აუცილებელია, პაციენტი რაც შეიძლება მალე მოხვდეს ინსულტის ცენტრში,  რაც უფრო ადრე დაიწყება თრომბოლიზისი, მით უკეთესი იქნება შედეგი.

თრომბექტომია

ენდოვასკულური თრომბექტომია მცირეინვაზიური ჩარევაა. ბარძაყის არტერიიდან მიდგომით კაროტიდული აუზიდან აცილებენ თრომბს, რომლითაც კონკრეტული სისხლძარღვია დახშული. ამის შემდეგ სისხლის მიმოქცევა სრულფასოვნად აღდგება, ეს მეთოდი ინსულტის განვითარებიდან პირველი 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი, თუმცა ოქროს პერიოდად 6–8 საათი მიიჩნევა. პროცედურა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით - Trinias B12-ით ტარდება, გამოიყენება Penumbra-ს სისტემა, რომელიც მთელ მსოფლიოშია აღიარებული.

თუადამიანსმწვავედგამოუვლინდაშემდეგისიმპტომები:

* სახის ასიმეტრია;

* მეტყველების გაძნელება ან მხედველობის დაბინდვა;

* ხელის და/ან ფეხის სისუსტე და/ან დაბუჟება.

დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ ინსულტის ცენტრში, სადაც მას თანამედროვე მეთოდებით უმკურნალებენ, რითაც სიცოცხლეს და შრომის უნარს  შეუნარჩუნებენ.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრის წყალობით უამრავი პაციენტი გამოჯანმრთელდა და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს, არაერთი გაეწერა კლინიკიდან შრომისუნარიანი, ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე.


კლინიკის სიახლეები

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

რა არის რადიოთერაპია და რატომ ითვლება თანამედროვე ონკოლოგიაში მკურნალობის ერთ-ერთ ძირითად მეთოდად

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიურ პაციენტებს სთავაზობს სხივურ თერაპიას უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით.