თეა გამეზარდაშვილი

თეა გამეზარდაშვილი

სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე
ელ–ფოსტა
Info.Surgery@aversi.ge

ექიმი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრი, საქართველოს უნივერსიტეტისა და კავკასიის უნივერისტეტების ასოცირებული პროფესორი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ის შეუდგა საექიმო კარიერას თერაპიის ეროვნულ ცენტრში, სადაც მუშაობდა გულის იშემიური დაავადებისა და კარდიომიოპათიების განყოფილებაში 2011 წელს. აქვე დაიწყო მისი სამეცნიერო მუშაობაც, 2006 წელს მან დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ცილოვანი, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის მოშლის თავისებურებები მეტაბოლური სინდრომის დროს“ და მიენიჭა მედიცინის აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2007 წელს გაიარა „ჰოსპიტალური მენეჯმენტის სრული კურსი“ ატლანტის უნივერსიტეტის ხელშეწყობით. 2007–2010წწ სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრატურაში ჯანდაცვის ადმინისტრირების განხრით, 2010 წელს დაიცვა სამაგისტრო ნაშრომი თემაზე „ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პერსპექტივები“ და მიენიჭა ჯანდაცვის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. არის 16 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რამდენიმე სამაგისტრო ნაშრომის თემის ხელმძღვანელი და ექსპერტი, ჯანდაცვის ადმინიტრირების თემაზე არაერთი საერთაშორისო პროექტის ნომინანტი და სემინარის მონაწილე. თავის ძირითად და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმინობას - სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარეობას - დღესაც წარმატებით უთავსებს პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიისა და საქართველოს უნივერსიტეტებში.>