12 მაისი–ექთნების საერთაშორისო დღე.

12 მაისი–ექთნების  საერთაშორისო დღე.

ექთნების საერთაშორისო დღის აღნიშვნა ქირურგიის ეროვნულ ცენტრში.

ექთნების საერთაშორისო დღე აღინიშნება 1974 წლიდან.

ექთნების საერთაშორისო საბჭომ (ICN)  მიიღო გადაწყვეტილება, რომ ექთნების საერთაშორისო დღედ ფლორენს ნაითინგელის დაბადების დღე, 12 მაისი ყოფილიყო. ეს არის ქალბატონი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა საექთნო საქმის, როგორც პროფესიის ჩმოყალიბებას და განვითარებას.

ამ პერიოდიდან მოყოლებული ყოველწლიურად აღინიშნება ექთნების პროფესიული დღე მთელს მსოფლიოში.

ექთნები ყოველდღიურად, თითო ნაბიჯით წინეუფლებიან ახალ ტექნოლოგიებს, იღებენ განათლებას, რაც ეხმარება მათ პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებაშიმათი ცოდნა, პროფესიონალიზმი და შემართება - იყვნენ მოწინავე რიგებშიმნიშვნელოვანია არა მარტო პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვისარამედ ზოგადადჯანდაცვის სფეროს განვითარებისათვისაც.

11 მაისს კ.ერისთავის სახ. ქირურგიის ეროვნული ცენტრი უერთდება  ექთნების საერთაშორისო დღეს.

10 საათზე დაიწყო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც კლინიკის ყველა დეპარტამენტის ექთნები გააკეთეს მოხსენებები და წარმოადგინეს  პრეზენტაციები პრობლემატურ  სამედიცინო თემატიკაზე. შემდეგ ჩატარდა სამ ეტაპიანი ვიქტორინა. ღონისძიების დასასრულს დასახელდნენ გამარჯვებულები და გადაეცათ სიგელები.