210 ლარის ნაცვლად 130 ლარად გთავაზობთ მუცლის ღრუს, თირკმლისა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერულ ტომოგრაფიას

210 ლარის ნაცვლად 130 ლარად გთავაზობთ მუცლის ღრუს, თირკმლისა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერულ ტომოგრაფიას

თუ გაწუხებთ უსიამოვნო შეგრძნება და გაურკვეველი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, წელისა და გავა–კუდუსუნის მიდამოში, გქონიათ ღებინების ეპიზოდები ან შენიშნეთ სისხლიანი შარდი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი გთავაზობთ მუცლის ღრუს, თირკმლისა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ულტრათანამედროვე, მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba aquilion RXL–ზე.

130 ლარად ჩაგიტარდებათ:

  • მუცლის ღრუს, თირკმლისა და რეტროპერიტონეალური სივრცის კომპიუტერული ტომოგრაფია. მხოლოდ ერთი რადიოლოგიური კვლევით შესაძლებელია გამოირიცხოს მუცლის ღრუს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესი, დადგინდეს თირკმელში 1მმ–იანი კენჭების არსებობაც კი, შეფასდეს თირკმელზედა ჯირკვლის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ ეს ჩივილები და კიდევ ბევრი  კლინიკურად გამოუმჟღავნებელი სიმპტომი შეიძლება იყოს სხვადასხვა არასასურველი დაავადების შედეგი, რომლის დროული აღმოჩენის საშუალებასაც გაძლევთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის აქცია. ეს მნიშვნელოვანი კვლევა თავიდან აგარიდებთ უსიამოვნო გართულებებს;
  • კვლევა წარმოებს ულტრათანამედროვე, მრავალშრიან კომპიუტერულ ტომოგრაფზე Toshiba aquilion RXL–ზე, რომელიც თავის კლასში უპირობო ლიდერია. კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს გამოსახულების მაღალი ხარისხი. სწორედ ამ მიზნით იაპონურმა კომპანიამ Toshiba შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც აღიჭურვა კომპიუტერული ტომოგრაფი Toshiba aquilion RXL.

აქცია ძალაშია ყოველ ოთხშაბათს!

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!