D ვიტამინი – იმკურნალეთ მზის სხივებით

D ვიტამინი – იმკურნალეთ მზის სხივებით

D ვიტამინს მზის სხივების ვიტამინსაც უწოდებენ.

ძალიან სასარგებლოა ძვლისა და კბილების ზრდა–განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის, დადებითად აისახება გუნება–განწყობილებაზე, გვეხმარება კალციუმის ათვისებაში.

D ვიტამინის დეფიციტი ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევს.

D ვიტამინის დეფიციტისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:

  • დაღლილობა;
  • ძვლისა და კუნთის მწვავე ტკივილი;
  • ენერგიის დაქვეითება იმ დონემდე, რომ ადამიანს უჭირს ყოველდღიური საქმიანობის შესრულება;
  • დაქვეითებული იმუნური სისტემა;
  • განწყობის ცვლილება;
  • თმის ცვენა და სხვა.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ენდოკრინოლოგი სოფიო ფუტურიძე. 

– ქალბატონო სოფიო, აფთიაქში იყიდება D ვიტამინი ტაბლეტის სახით. რამდენად რეკომენდებულია მისი თვითნებურად მიღება?

 D ვიტამინის ტაბლეტის სახით თვითნებურად, ექიმის რეკომენდაციის გარეშე მიღება, დაუშვებელია! თუ სტატიაში წარმოდგენილი ჩივილები თქვენთვის ნაცნობია, სასურველია მიმართოთ ქირურგიის ეროვნულ ცენტრს, ჩვენი კლინიკის ლაბორატორიაში ჩაიტაროთ სპეციალური ანალიზი, რომელიც სისხლში D ვიტამინის განსაზღვრას გულისხმობს. სწორედ ანალიზის პასუხის შესაბამისად, ენდოკრინოლოგი ამ ვიტამინის ადეკვატურ დოზას დაგინიშნავთ.

– როგორც განაცხადეთ, D ვიტამინის მიღების პირდაპირი და ბუნებრივი წყარო მზის სხივებია. თუ შესაძლებელია ამ სასარგებლო ვიტამინის ათვისება კვების რაციონით?

  დიახ, კვების რაციონიც მნიშვნელოვანია. ამ ვიტამინს შეიცავს ორაგული, კვერცხის გული, რძე, მარცვლეული, იოგურტი, ფორთოხალი. გაითვალისწინეთ, რომ სასარგებლოა ეს რაციონიც, მაგრამ D ვიტამინი კანში წარმოიქმნება და სისხლში ორჯერ მეტი ხანგრძლივობით რჩება მაშინ, როცა ადამიანი მზის სხივებით ტკბება.

– ვინ უნდა ჩაიტაროს D ვიტამინის ანალიზი?

D ვიტამინის ანალიზი რეკომენდებულია ყველა ადამიანისთვის და განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფში მყოფი პირებისთვის, მაგალითად:

  • ოსტეოპოროზის მქონე პაციენტები;
  • მალაბსორბციის სინდრომის (მდგომარეობა, როდესაც ადამიანს ერღვევა საკვებიდან ნივთიერებების შეწოვის უნარი წვრილ ნაწლავში) მქონე ადამიანები;
  • ჭარბწონიანები;
  • პირები D ვიტამინის მეტაბოლიზმზე მქონე დარღვევებით, მაგალითად, თირკმლის ქრონიკული დაავადებით.

– რას ურჩევთ მკითხველს?

აუცილებელია, რომ მკითხველმა სწორად აღიქვას რჩევა! გაზაფხულისგან განსხვავებით ზაფხულში მწველი მზეა, შესაბამისად, დაუშვებელია ზაფხულის ცხელ დღეს, შუადღეს, მზის გულზე დიდხანს ყოფნა! ისეირნეთ სუფთა ჰაერზე, მიეცით ორგანიზმს საშუალება აითვისოს მნიშვნელოვანი ვიტამინი. ეს ერთ–ერთი მარტივი საშუალებაა ჯანმრთელობის, სილამაზისა და დღეგრძელობის შესანარჩუნებლად. 

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ–ენდოკრინოლოგს სოფიო ფუტურიძეს ნომერზე 593 25 11 55.
გისურვებთ ჯანმრთელობას!