ანგიოლოგის აქცია

ანგიოლოგის აქცია

ახალი სიცოცხლე გთავაზობთ სისხლძარღვთა დაავადებების სკრინინგს: ანგიოლოგის კონსულტაციას და სისხლძარღვების დუპლექს სკანირებას მხოლოდ 60 ლარად 125 ლარის ნაცვლად!

აქციის ფარგლებში თქვენ ჩაგიტარდებათ, როგორც არტერიული ასევე ვენური დაავადებების სკრინინგი და დიაგნოსტიკა:

♦ ქვემო კიდურების არტერიული დაავადებები, როგორიცაა მაობლიტირებელი ათეროსკლეროზი, არტერიების ანევრიზმა, დიაბეტური ტერფის სინდრომი.

თუ გაწუხებთ შემდეგი სახის ჩივილები:

  • 200 მეტრამდე გავლის შემდგომ ტკივილი ქვემო კიდურში;
  • შაქრიანი დიაბეტი – ტერფების გიცივება ან წყლულების გაჩენა;
  • მოპულსირე წარმონაქმნი მუცლის არეში;
  • თუ გაქვთ ამპუტირებული ტერფი, თითები ან ქვემო კიდური;

♦ არტერიული დაავადებების დროს სისხლძარღვების დუპლექს სკანირება საშუალებას იძლევა ერთდროულად მოხდეს სისხლძარღვის სტრუქტურის შეფასება, მასში სისხლის ნაკადის სიჩქარის, დიამეტრის, სტენოზის ხარისხი განსაზღვრა და რაც მთავარია, შეირჩეს მკურნალობის ტაქტიკა!

ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზული გაგანიერების დროს
თუ გაწუხებთ შემდეგი სახის ჩივილები:

  • სიმძიმის შეგრძნება ქვემო კიდურებში
  • ქვემო კიდურებზე დიდი გაგანიერებული ვენების არსებობა 
  • ქვემო კიდურების შეშუპება 
  • სიარულის გაძნელება

♦ ქვემო კიდურების ვენების დუპლექს სკანირება საშუალებას იძლევა განისაზღვროს მისი გამავლობა, თრომბოზის არსებობა, შეფასდეს სარქვლოვანი აპარატის მდგომარეობა!

კლინიკა ახალი სიცოცხლე ზრუნავს თქვენს ჯანმრთელობაზე!
მობრძანდით, გამოიყენეთ ჩვენი სამედიცინო რესურსი და ინტელექტუალური პოტენციალი.

აქციის ფარგლებში, სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს მოგემსახურებათ სისხლძარღვთა და რეკონსტრუქციული ქირურგიის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ძაძუა.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900 ან 0322 12 25 25 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!

დაგვირეკეთ