აშშ–ის ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგი, პროფესორი ნათია ესიაშვილი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

აშშ–ის ემორის უნივერსიტეტის რადიაციული ონკოლოგი, პროფესორი ნათია ესიაშვილი უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ონკოლოგიურ პაციენტებს უფასო კონსულტაციებს სთავაზობს.

26 დეკემბერს, ოთხშაბათს, ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტს მორიგი სამუშაო ვიზიტით ეწვევა და სხივური თერაპიის მიმართულებით ონკო-პაციენტებისთვის უფასო კონსულტაციებს ჩაატარებს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი ექსპერტი, ემორის უნივერსიტეტის (ატლანტა, აშშ) რადიაციული ონკოლოგიის დეპარტამენტის ხარისხის განყოფილების უფროსი, პროფესორი ნათია ესიაშვილი.

თუ გსურთ, რომ ჩაეწეროთ კონსულტაციაზე, წინასწარ დარეკეთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!