ერთად დავამარცხოთ ჭარბი წონა – გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც სიმსუქნესთან ბრძოლის მეთოდებს გაეცნობით!

ერთად დავამარცხოთ ჭარბი წონა – გიწვევთ შეხვედრაზე, სადაც სიმსუქნესთან ბრძოლის მეთოდებს გაეცნობით!

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ შეიქმნა ჭარბწონიანთა კლუბი.

თუ გსურთ, პროფესიონალი ექიმებისგან მეტი შეიტყოთ სიმსუქნის გამომწვევი მიზეზებისა და მკურნალობის მეთოდების შესახებ, მობრძანდით კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ დაგეგმილ შეხვედრაზე.

20 მარტს, 16:00 საათზე გიწვევთ კლინიკის საკონფერენციო დარბაზში. დასწრება უფასოა!

შეხვედრას გაუძღვება კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქირურგი ჯაბა ბაბაევი. შეხვედრაზე დიეტისა და ჯანსაღი კვების რაციონის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას მოგაწვდიან კლინიკის ენდოკრინოლოგები.     

კლუბში ექიმები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • ჭარბი წონა და მისი გამომწვევი მიზეზები;
  • ჭარბი წონის პრევენციის გზები;
  • ჭარბი წონის მკურნალობის მეთოდები, მათ შორის ქირურგიული.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას დაესწრებიან პაციენტები, რომლებმაც კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ უკვე ჩაიტარეს სლივ–გასტრექტომია (ლაპარასკოპიული ოპერაცია, რომელიც კუჭის მოცულობას ამცირებს და ჭარბ წონას ებრძვის). წარმოგიდგენთ ოპერაციამდე არსებულ ფოტოებს და თავადვე დარწმუნდებით თუ რაოდენ შთამბეჭდავი შედეგით დასრულდა ქირურგიული ჩარევა, ლაპარასკოპიული მეთოდით. კლუბში ასევე შეხვდებით იმ პაციენტებსაც, რომლებიც გეგმიური ოპერაციის მზადებაში არიან.

შეგახსენებთ, რომ სიმსუქნე 21–ე საუკუნის ერთ–ერთი დიდი გამოწვევაა. გახსოვდეთ, რომ სიმსუქნე არაა მხოლოდ ვიზუალური ცვლილება, ზედმეტი კილო საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს.

ნუ დაკარგავთ დროს, დაუკავშირდით კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქოლ–ცენტრს და ჩაეწერეთ შეხვედრაზე.

ეს კლუბის რიგით პირველი შეხვედრაა და მსგავსი აქცია კიდევ იგეგმება. ადევნეთ თვალი კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ოფიციალურ ვებ გვერდსა და „ფეისბუქს“, არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი სამედიცინო სიახლეები.  

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

გისურვებთ ჯანმრთელობას!