ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ერთად ვიზრუნოთ თქვენს  ჯანმრთელობაზე!

1 ოქტომბერს ამ ლოზუნგით    კ.ერისთავის სახელობის. ექსპერიმენტული და ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმებმა მოსახლეობის უფასო

გასინჯვის  აქცია თეთრიწყაროს რაიონში ჩაატარეს.  
აქციის ფარგლებში უფასო კონსულტაციები აწარმოეს  ცენტრის სხვადასხვა პროფილის  ექიმები: ზოგადი ქირურგი, ტრავმატოლოგი,   გინეკოლოგი, უროლოგი, ოფთალმოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ენდოკრინოლოგი, ექოსკოპისტი.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს  ჩაუტარდათ უფასო ექოსკოპიური  და კარდიოლოგიური  გამოკვლევები, გლუკოზის განსაზღვრა სისხლში.  
აქციის მნიშვნელოვანი ბენეფიტია ის, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს  უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით.
კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრი - დიდი ტრადიციების მქონე მაღალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი პოლიპროფილური საავადმყოფოა, სადაც ფართოდაა დანერგილი  დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები,  ლაპარასკოპიული და ენდოსკოპიური  ოპერაციული მედიცინის მიღწევები, მაღალ დონეზეა განვითარებული ისეთი სერვისები, როგორიცაა ქირურგია, უროლოგია, გინეკოლოგია, ტრავმატოლოგია, ნეიროქირურგია, ტრანსპლანტოლოგია, ნევროლოგია, ჰემატოლოგია, ნეფროლოგია, კარდიოლოგია, თერაპია, ალერგოლოგია, ტოქსიკოლოგია, კრიტიკული მედიცინა.          
კ. ერისთავის სახ.ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნული ცენტრი –  საუკეთესო ტრადიციები, მაღალი პროფესიონალიზმი და  ხელმისაწვდომი ფასები 1946 წლიდან  დღემდე...