ჰიბრიდული მანიპულაცია - ღვიძლის ბიოფსია და სანაღვლე გზების დრენირება

ჰიბრიდული მანიპულაცია - ღვიძლის ბიოფსია და სანაღვლე გზების დრენირება

16 სექტემბერს ქირურგიის ეროვნულ ცენტრს თვითდინებით მომართა 52 წლის მამაკაცმა

მრავლობითი ჩივილებით: ყრუ ტკივილი მუცლის ღრუში, სიყვითლე, ქავილი და საერთო სისუსტე. ჩატარებული იქნა კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევა, რომლითაც დადგინდა პანკრეასის თავის მოცულობითი წარმონაქმნი (რომელიც იწვევდა სანაღვლე სადინრების მექანიკურ ბლოკირებას) და მეტასტაზური კერები ღვიძლში. მკურნალობის მიზნით პაციენტს ჩაუტარდა ჰიბრიდული ტიპის მანიპულაცია, რაც გულისხმობს სანაღვლე გზების დრენირებას და ღვიძლში არსებული მეტასტაზების ბიოფსიას. აღნიშნული მანიპულაციები ჩატარებული იქნა კომპიუტერული ტომოგრაფიული კონტროლით.

დაახლოებით 30 წუთიანი მანიპულაციის შემდეგ აღებული იქნა ბიოფტატი, რომელიც გაიგზავნა  პათომორფოლოგიურ ლაბორატორიაში შესასწავლად.