კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი დაავადებათა დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის

კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი დაავადებათა დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციისთვის

კომპიუტერულ–ტომოგრაფიული კვლევა არის სწრაფი და ზუსტი მეთოდი, რომელიც დამყარებულია რენტგენის სხივებზე, მინიმალური სხივური დატვირთვით.


ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფით Toshiba aquilion RXL, რომელიც თავის კლასში უპირობო ლიდერია. კომპიუტერული ტომოგრაფიის სისტემებში გამოსახულების მაღალი ხარისხი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორს. ამისთვის Toshiba-მ  შეიმუშავა რიგი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლითაც აღჭურვილია Aquilion RXL-ის სისტემა.
მასში ინსტალირებულია Toshiba-ს უახლესი სისტემა AIDR - 3D (Adaptive Iterative Dose Reduction 3D), რომელიც ამცირებს დასხივების დოზას და ინარჩუნებს გამოსახულების მაღალ ხარისხს:

•    SUREExposure™ 3D Adaptive - გამოსხივების ავტომატური კონტროლი.
•    აქტიური კოლიმატორები  -  Active Collimator
•    დოზირების მართვის  რეპორტინგის  ხელსაწყო – Dose Check/Dose    Report.


რომელი ორგანოების კვლევისთვის იყენებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას, მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიასთან შედარებით რა უპირატესობით სარგებლობს კომპიუტერული ტომოგრაფია, რამდენ ხანს გრძელდება კომპიუტერულ–ტომოგრაფიული კვლევა, რამდენად რეკომენდებულია ორსულებისთვის?

ამ თემებზე გვესაუბრა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმი–რადიოლოგი, ვასილ გერგედავა.    

– რომელი ორგანოების კვლევისთვის იყენებენ კომპიუტერულ ტომოგრაფიას?
– დღესდღეობით არსებული დიაგნოსტიკური კვლევის თანამედროვე მეთოდებიდან, პირველად სამედიცინო დიაგნოსტირებაში, კომპიუტერულ ტომოგრაფიას უჭირავს ლიდერის პოზიცია. კომპიუტერული ტომოგრაფია გვაძლევს საშულებას რამდენიმე წამში მივიღოთ სხეულის ნებისმიერი ქსოვილის  0.1მმ დან 10მმ–მდე სისქის შრეობრივი გამოსახულება.  კომპიუტერული ტომოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია სრულყოფილად გამოვიკვლიოთ ადამიანის მთლიანი სხეულის ნებისმიერი ორგანო: თავის ტვინი, გულმკერდის ღრუ, შუასაყარი, გული, მუცლისა და მენჯის ღრუს ორგანოები (ღვიძლი, ელენთა, ნაღვლის ბუშტი, პანკრეასი, თირკმელზედა ჯირკვლები, თირკმელები, საშარდე სისტემა, შარდის ბუშტი, წინამდებარე ჯირკვალი), აორტა და მისგან გამომავალი მაგისტრალური თუ პერიფერიული სისხლძარღვები, ზედა და ქვედა კიდურები.    
კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი მნიშვნელოვნად დიდია ფილტვების, ძვლოვანი სტრუქტურების, კუჭისა და ნაწლავების გამოსაკვლევად.

– რამდენად მნიშვნელოვანია კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი დაავადებათა დროული დიაგნოსტირებისა და პრევენციის თვალსაზრისით?
– კომპიუტერული ტომოგრაფიის როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, როგორც დროული დიაგნოსტირების, ასევე პრევენციის თვალსაზრისით. სხვა არსებული კვლევებისგან გასხვავებით, კომპიუტერული ტომოგრაფია დროის ხანმოკლე მონაკვეთში, სულ რამდენიმე წუთში, იძლევა დეტალურ ინფორმაციას ორგანიზმში მიმდინარე ამა თუ იმ პათოლოგიურ პროცესებზე.

– მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიასთან შედარებით რა უპირატესობით სარგებლობს კომპიუტერული ტომოგრაფია?
– როგორც ზევით მოგახსენეთ, მაგნიტურ–რეზონანსულ ტომოგრაფიასთან შედარებით, კომპიუტერული ტომოგრაფიის უპირატესობა არის ფილტვების, ძვლოვანი სტრუქტურების, კუჭისა და ნაწლავების კვლევა. მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფიისაგან გასხვავებით, კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევისას პაციენტს არ აქვს დახურული სივრცის  შიში (კლაუსტროფობია) და არ აწუხებს კვლევისას ხმაური. 

– რამდენ ხანს გრძელდება კომპიუტერულ–ტომოგრაფიული კვლევა?
–კვლევის ხანგრძლივობა რამდენიმე წამიდან–წუთამდე მერყეობს, რაც მიღწეულია თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით.

– უსაფრთხოა თუ არა კომპიუტერული ტომოგრაფია და რამდენად რეკომენდებულია ორსულებისთვის?
– როგორც უკვე მოგახსენეთ, კომპიუტერულ–ტომოგრაფიული კვლევისას, გამოიყენება რენტგენის სხივები, რომელიც გამოყოფს მაიონიზირებელ გამოსხივებას, შესაბამისად, კვლევის წარმოება უკუნაჩვენებია ორსულებში, ამ დროს მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით ტარდება კვლევა (პოლიტრავმების დროს); ასევე რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ალერგიულ პაციენტებში კვლევის წარმოება კონტრასტული გაძლიერებით – სხვა უკუჩვენება არ გააჩნია. 


თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ   ექიმ–რადიოლოგ, ვასილ გერგედავას ნომერზე 555 005 007

გისურვებთ ჯანმრთელობას!


ავტორი ეკატერინე ციცხვაია