კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

კვლევა, რომელიც ოქროს სტანდარტია ონკოლოგიაში – რა არის PET/CT?

PET/CT, ანუ პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია ბირთვული მედიცინის კვლევის მეთოდია, რომელიც უალტერნატივოა კიბოს დიაგნოსტირებაში.

სადღეისოდ, ესკვლევა(პეტ კატე) ოქროსსტანდარტია ონკოლოგიაში, რომლის შედეგიც თითქმის 36%–ით ცვლის მკურნალობის ტაქტიკას.  

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფია მაღალტექნოლოგიური, კომბინირებული პროდუქტია, რადგან სისტემა ერთდროულად ორი კვლევის – პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიისა და კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარების შესაძლებლობას იძლევა, შესაბამისად, საბოლოოდ ორი უმნიშვნელოვანესი კვლევის მონაცემთა შეჯამება ხდება.

აღსანიშნავია, რომ სიმსივნის დიაგნოსტირების დროს, აღნიშნული მეთოდით სიმსივნის გავრცელების ყველაზე ზუსტი ანატომიური და ფუნქციური გამოსახულება, სურათი მიიღება. პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიით სრულიად შესაძლებელია უმცირესი ზომის სიმსივნის აღმოჩენა.

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიის გარეშე წარმოუდგენელია სწორი დიაგნოზის დასმა, შესაბამისად, მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა.

პოზიტრონ–ემისიური ტომოგრაფიით შესაძლებელია:

  • ონკოლოგიური დაავადების გავრცელების ხარისხის დადგენა;
  • მეტასტაზური პროცესის პირველადი კერის დადგენა;
  • კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეების დიფერენცირება;
  • ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიის ეფექტურობის შეფასება;
  • აუცილებელია მაშინაც, როცა ბიოფსიისთვის საჭირო ლოკალიზების შერჩევაა საჭირო;
  • აუცილებელია როგორც დიაგნოსტირებისთვის, პირველად ეტაპზე, ისე მკურნალობისა და მკურნალობის დასრულების შემდეგაც;
  • გვეხმარება სხივური თერაპიის დაგეგმარებაში და სხვა.

სულ მალე ქირურგიის ეროვნული ცენტრი აღიჭურვება აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი, ციფრული პეტ კატეთი.

ოზიტრონ–ემისიურიტომოგრაფიის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის სხივური თერაპევტი, ბირთვული მედიცინის სპეციალისტი შორენა ესიაშვილი.  

– რომელი ორგანოების კვლევისთვის გამოიყენება PET/CT?

pet/ct digital

PET/CT (პეტ კატე) ადამიანის ორგანიზმს მთლიანად იკვლევს. ძირითადად გამოიყენება ონკოლოგიაში,

თუმცა ბოლო წლებში დარეგისტრირდა ბევრი ახალი იზოტოპი, რომლის საშუალებითაც ხდება გულისა და ნერვული სისტემის უფრო  დეტალური და ფუნქციური გამოკვლევა. გულის შემთხვევაში შესაძლებელია იშემიის ხარისხის განსაზღვრა, ნევროლოგიაში კი დემენციების, პარკინსონის დაავადების, გულყრის სხვადასხვა ფორმის, თავის ტვინის სიმსივნეების დიაგნოსტირება. 

რა უპირატესობით გამოირჩევა PET-CT?

cifruli pet ct  – PET/CT (პეტ   კატე)   მიეკუთვნება   ფუნქციური   კვლევის მეთოდს.   იგი   გვიჩვენებს   მეტაბოლურ   ცვლილებებს   ორგანიზმში.   მეტაბოლური   ცვლილებები   კი   ყოველთვის წინ   უსწრებს   მორფოლოგიურს,   სწორედ   კვლევის ამ   მეთოდითაა   შესაძლებელი   ონკოლოგიური   დაავადების     გამოვლენა   ადრეულ   ეტაპზე.

  ამ უმნიშვნელოვანესი კვლევით   ვადგენთ   ონკოლოგიური   დაავადების   სტადიას,   ვიღებთ   სიმსივნის გავრცელების ზუსტ   ანატომიურ და   ფუნქციურ   სურათს.   PET/CT   ამავდროულად   გამოიყენება     ქიმიო   და   სხივური   თერაპიის   შედეგების   შესაფასებლად. ამ კვლევის   შედეგად   თითქმის 36   პროცენტით   იცვლება   მკურნალობის ტაქტიკა.

– როგორ ტარდება PET-CT კვლევა?   

PET/CT არაინვაზიური სადიაგნოსტიკო საშუალებაა. პაციენტი ინტრავენურად იღებს იზოტოპს. ერთ საათში ხდება პაციენტის გამოკვლევა. დაბალდოზიანი კომპიუტერული ტომოგრაფიით მთლიანი სხეულის გამოკვლევის დრო მაქსიმუმ 20 წუთია.

მკითხველს შევახსენებთ, რომ ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ფუნქციონირებს რადიოთერაპიის დეპარტამენტი. დეპარტამენტში ონკოლოგიურ პაციენტებს საშუალება აქვთ ჩაიტარონ სხივური თერაპია უახლესი თაობის მაღალტექნოლოგიური სხივური ამაჩქარებლებით. რადიოთერაპიის დეპარტამენტში მკურნალობის მეთოდს ქართველ სპეციალისტებთან ერთად არჩევენ მოწვეული ექსპერტები აშშ–დან (ემორის უნივერსიტეტი, ატლანტა) და ესპანეთიდან (Genesis Care-ს ონკოლოგიის მულტიდისციპლინური ინსტიტუტი). შესაბამისად, ქირურგიის ეროვნულ ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ამერიკულ–ევროპული სტანდარტის მკურნალობით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივურ თერაპევტს შორენა ესიაშვილს ნომერზე 577 67 17 89.

გისურვებთ ჯანმრთელობას!