ლაპარასკოპიული ოპერაცია, რომელიც კუჭის მოცულობას ამცირებს და ჭარბ წონას ებრძვის

ლაპარასკოპიული ოპერაცია, რომელიც კუჭის მოცულობას ამცირებს და ჭარბ წონას ებრძვის

სლივ–გასტრექტომია კუჭის ვერტიკალური რეზექციაა, რომლის დროსაც მცირდება კუჭის მოცულობა.

ამოსაკვეთ ნაწილთან ერთად იმ ჰორმონის გამომამუშავებელი უჯრედების მოცილებაც ხდება, რომელიც მადაზეა პასუხისმგებელი. საუბარია გრელინზე, რომელიც შიმშილის გრძნობას იწვევს. ეს ოპერაცია ჭარბ წონას ებრძვის და უზრუნველყოფს სიმსუქნის თანმხლები დაავადებების რეგრესს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, მორბიდული სიმსუქნე მიჩნეულია არაინფექციური ეტიოლოგიის მსოფლიო ეპიდემიად. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 2 მილიონამდე ჭარბი წონის ადამიანი ცხოვრობს და მათგან 10% დაავადებულია მორბიდული სიმსუქნით.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ სლივ–გასტრექტომიის ოპერაციით ბევრი პაციენტი სარგებლობს.

მკითხველი ხშირად ინტერესდება თუ რას ნიშნავს სლივ–გასტრექტომია, რა შემთხვევაში ტარდება, როგორია პოსტოპერაციული პერიოდი და სხვა. რადგან ამ ტიპის ოპერაციის მიმართ საზოგადოებაში მაღალი ინტერესია, გადავწყვიტეთ, მკითხველს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ.

გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ქირურგი ჯაბა ბაბაევი. 

„სიმსუქნე პოლიეტიოლოგიური დაავადებაა, რომელიც მოიცავს გენეტიკურ, ენდოკრინულ, მეტაბოლურ, საყოფაცხოვრებო, ფსიქოლოგიურ ფაქტორებს. აღსანიშნავია, რომ ჭარბ წონასთან ბრძოლა ქირურგიული გზით საჭირო ხდება მაშინ, როდესაც სხეულის მასის ინდექსი (BMI) აღემატება 35-40კგ/მ2 და ამასთანავე, პაციენტს აღენიშნება მეტაბოლური სინდრომით გამოწვეული ისეთი პათოლოგიები როგორიცაა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები, ოსტეოპოროზი, ვენური უკმარისობა, რეპროდუქციული დისფუნქციები. ოპერაციამდე პაციენტის მომზადების პროცესში ჩართულია: ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, გასტროენტეროლოგი, ფსიქოლოგი, ანესთეზიოლოგი და რასაკვირველია, ბარიატრიული და ლაპარასკოპიული ქირურგი“, – აცხადებს ქირურგი.

როგორც ბატონმა ჯაბამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, ოპერაციის ხანგრძლივობა დაახლოებით 1.5–2 საათია და ოპერაციის შემდეგ პაციენტი პრაქტიკულად 3-4 დღეში ეწერება სტაციონარიდან. 

„პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, პოსტოპერაციულად წონის კორექციასა და კვების რეჟიმს აკონტროლებს ენდოკრინოლოგი. ოპერაციიდან დაახლოებით 4-5 თვეში მიიღწევა საბოლოო შედეგი“, – განმარტავს ბატონი ჯაბა.

რა უნდა იცოდეთ ლაპარასკოპიულ მეთოდზე?

ლაპარასკოპიულ ოპერაციას საკმაოდ ბევრი უპირატესობა აქვს. უპირველეს ყოვლისა ნაკლებტრავმულია, ამიტომ რეაბილიტაციის პერიოდიც უფრო სწრაფად და მარტივად მიმდინარეობს, ოპერაციის შემდგომი პერიოდიც გაცილებით ხანმოკლე და მსუბუქია. ასევე განსაკუთრებული მოვლა, წოლითი რეჟიმი და ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა საჭირო არ არის, პოსტოპერაციული გართულების რისკი ნაკლებია. ნაკერები უფრო ადვილად ხორცდება, მათი ზომის გამო.

ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისთვის, მაგალითად, დიაბეტით დაავადებულთათვის (ამ დაავადების მქონე პაციენტებში შეხორცების პროცესი ძალიან რთულად მიმდინარეობს).

ლაპარასკოპიული ოპერაციების დროს მუცლის ღრუ დახურული რჩება, ამიტომ ოპერაციის შემდგომი ინფექციის ალბათობა მინიმალურია. ჭრილობის დაჩირქებაც ძალზე იშვიათია მაშინ, როდესაც ღია ჩარევის დროს, განსაკუთრებით ჭარბწონიანებთან, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალურია, ვინაიდან კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი დაჩირქებისკენაა მიდრეკილი. ოპერაციის შემდგომი თიაქარი, რომელიც ძალზე ხშირია ღია წესით ოპერაციების დროს, ლაპარასკოპიულ ოპერაციას პრაქტიკულად არ ახასიათებს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა N21ა.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 059 900.

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ ქირურგს ჯაბა ბაბაევს ნომერზე 577 09 00 76.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

kuchis operacia gaxdomis miznit