მსხვილი ნაწლავის კიბო – გთავაზობთ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგში

მსხვილი ნაწლავის კიბო – გთავაზობთ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგში

50–70 წლის ასაკის ქალებსა და მამაკაცებს ვთავაზობთ კოლორექტალური (მსხვილი ნაწლავი) კიბოს სკრინინგს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 18 თებერვლიდან ერთვება თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ სკრინინგში

სკრინინგის ფარგლებში ჩატარდება რამდენიმე კვლევა შემდეგი თანმიმდევრობით:

  • სპეციალური ტესტი ფარულ სისხლდენაზე (განავლის ანალიზი);
  • საჭიროების შემთხვევაში კოლონოსკოპია;
  • საჭიროების შემთხვევაში მასალის ბიოფსია და ჰისტოლოგიური კვლევა.

აღსანიშნავია, რომ კვლევას აფინანსებს თბილისის მერია!

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს კოლონოსკოპიისას ესაჭიროება ანესთეზია, მომსახურების საფასური შეადგენს 100 ლარს, რომელსაც ფარავს პაციენტი!

გაითვალისწინეთ, რომ აქციით სარგებლობის საშუალება აქვთ მხოლოდ თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებს (პირი, რომლის პირადობაში საცხოვრებელ ადგილად მითითებულია ქალაქი თბილისი).

სკრინინგით შეგიძლიათ ისარგებლოთ ყოველდღე, შაბათ–კვირის გარდა.

რეკომენდაციის გასაცნობად, გთხოვთ, იხილოთ ბმული - რეკომენდაციები.

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!