ორსულობისას არტერიული წნევის რა მაჩვენებელია მაღალი და ორსულმა რა სიხშირით უნდა გაიზომოს წნევა?

ორსულობისას არტერიული წნევის რა მაჩვენებელია მაღალი და ორსულმა რა სიხშირით უნდა გაიზომოს წნევა?

ორსულობა ფასდაუდებელი საჩუქარია!

ორსულობის პერიოდში ქალმა უნდა იზრუნოს როგორც საკუთარ, ასევე მომავალ სიცოცხლეზე. ორსულობა დიდ მოლოდინსა და სიხარულთან ერთად, ორგანიზმისთვის დიდი გამოწვევაცაა. ორსულობისას წნევის ცვლილება ხშირია. უფრო ხშირად წნევა კლებულობს, თუმცა შესაძლოა პირიქით, მოიმატოს.

ორსულობისას წნევის შესახებ გვესაუბრება ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგი ქეთევან იორდანიშვილი.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე” მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.

კლინიკაში დანერგილია ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ყველა მნიშვნელოვანი სერვისი.

კლინიკა „ახალ სიცოცხლეში“ ფუნქციონირებს ორსულობისა და მშობიარობის სრულფასოვანი მართვისთვის აუცილებელი ყველა განყოფილება: ამბულატორიული სამსახური, სამეანო–გინეკოლოგიური დეპარტამენტი, ნეონატოლოგიური სამსახური, ანესთეზიოლოგიური და პოსტოპერაციული სამსახური.

კლინიკაში ხელმისაწვდომია ისეთი მნიშვნელოვანი სერვისები როგორიცაა: ორსულობის დაგეგმვა, ორსულობის მართვა, მშობიარობა და ახალშობილის მოვლა ერთ სივრცეში, ყველა ტიპის და სირთულის გინეკოლოგიური ოპერაციის წარმოება.

ქალბატონი ქეთი იორდანიშვილი ორსულობისას ჰიპერტენზიის შესახებ გვესაუბრება. ასევე ორსულებს ურჩევს თუ როგორ და რა სიხშირით გაიზომონ წნევა.

„ვითარდება ორსულთა ჰიპერტენზიაც და ის ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგი ნაკლებადაა. მაღალი წნევის მიზეზი შესაძლებელია ორსულობამდელი პათოლოგია იყოს, რასაც ქრონიკულ ჰიპერტენზიას უწოდებენ ან მისი განვითარების მიზეზი თავად ორსულობა იყოს. ამ შემთხვევაში ორსულთა ჰიპერტენზიაზე ვსაუბრობთ, რომელიც ტრანზიტორულ ჰიპერტენზიად, პრეეკლამფსიად და ეკლამფსიად იყოფა. ამ დროს საქმე უფრო სერიოზულადაა და შესაძლოა მდგომარეობა მძიმე დაავადებით პრეეკლამფსია–ეკლამფსიით გართულდეს.

იმის გათვალისწინებით, რომ მძიმე ფორმამ შესაძლოა ნაყოფისა და დედის სიცოცხლესაც კი სერიოზული საფრთხე შეუქმნას, ვფიქრობ, პრობლემის მასშტაბი და აქტუალობა ნათელია.

სამწუხაროდ, დაავადების გამომწვევი მიზეზი უცნობია. დაავადების პათოგენეზის მთავარი რგოლი პლაცენტასა და საშვილოსნოს შორის სისხლის მიმოქცევის დარღვევაა. ეს იწვევს თრომბოზების განვითარებას, სისხლჩაქცევებს. დაავადება ფაქტიურად ყველა ორგანოს ითრევს – ნერვულ, საშარდე, გულ–სისხლძარღვთა სისტემას, ღვიძლს და ა.შ. დაავადება შეიძლება ნაყოფისა და დედის გარდაცვალების მიზეზადაც კი იქცეს. ზოგადად მთელ მსოფლიოში ის სიკვდილიანობის ერთ–ერთი ძირითადი მიზეზია.

მძიმე პრეეკლამფსია ეკლამფსიის დროს ხუთჯერ იზრდება პერინატალური სიკვდილიანობისა და 9.6–ჯერ მკვდრადშობადობის რისკი. მართალია უცნობია დაავადების ეტილოგია, მაგრამ ვიცით რა მიეკუთვნება მის რისკ–ფატორებს. ამიტომ რისკის ჯგუფის ქალებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა და მონიტორინგი სჭირდებათ, უმძიმესი გართულებების თავიდან აცილების მიზნით“, – აცხადებს მეან–გინეკოლოგი. 

– ორსულობისას წნევის რა მაჩვენებელია მაღალი?

140/100 მმ.ვწ.სვ–დან.

– რა ხდება, როცა ორსულის არტერიული წნევა დაბალია?

ხშირია დაბალი წნევა, რომელიც ორსულობაში ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგია და გარკვეულ ეტაპამდე ორსულობის ფიზიოლოგიას მიეკუთვნება; დაორსულების შემდეგ მატულობს მცირე მენჯის ღრუში სისხლის მიწოდება – საშვილოსნოს ადეკვატური კვების უზრნველსაყოფად. ამასთან, იზრდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობა, რის გამოც გულს გაძლიერებული მუშაობა უწევს. შეიძლება გულმა ამ დატვირთვას ვერ გაუძლოს და წნევა დაქვეითდეს. სისხლის წნევა 90–60 მმ.ვწ.სვ ჯერ კიდევ ნორმად ითვლება. თუ წნევის მაჩვენებელი ამ ნიშნულს ჩამოსცილდა უკვე ვსაუბრობთ ჰიპოტენზიაზე.    

– ძალიან მნიშვნელოვანია წნევის სწორად გაზომვა! როგორ გაიზომოს ორსულმა წნევა?

დიახ, წნევის სწორად გაზომვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წნევა ორსულებს მჯდომარე პოზიციაში უნდა გავუზომოთ. იდაყვისა და მხრის ძვალი უნდა ქმნიდეს 145 გრადუსიან კუთხეს. წნევა იზომება ორჯერადად ათ წუთიანი ინტერვალით, გულის დონეზე, ორივე ხელზე. მართებულად ითვლება უდიდესი მაჩვენებელი. ორსული უნდა იყოს მოსვენებული – არ შეიძლება წნევის გაზომვა კიბეზე ამოსვლის, სირბილის, საკვების მიღების შემდეგ ან სტრესულ სიტუაციაში.   

– რა სიხშირით უნდა გაიზომოს ორსულმა წნევა?

არტერიული წნევის გაზომვა ხდება ყველა ანტენატალურ ვიზიტზე, როდესაც ორსულობა მიმდინარეობს ფიზიოლოგიურად.

თუ ორსულს აღენიშნება გარკვეული ჩივილები, მაგალითად თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა და ა.შ. მაშინ რეკომენდირებულია წნევის კონტროლი.

თუ დადასტურებულია, მაგალითად, ორსულთა ჰიპერტენზია, მაშინ რეკომენდირებულია არტერიული წნევის კონტროლი დილა საღამოს.

– როგორ მართავთ ორსულთა ჰიპერტენზიას კლინიკა „ახალ სიცოცხლეში?

– ტრანზიტორული, იგივე გარდამავალი ჰიპერტენზია გახლავთ ორსულობით გამოწვეული ჰიპერტენზია. ის ორსულობის მე–20 კვირიდან 
ვლინდება და მშობიარობიდან 6 კვირაში გაივლის (განსხვავებით ქრონიკული ჰიპერტენზიისგან რომელიც მე–20 კვირამდე იჩენს თავს და მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ რჩება). მის დროს არტერიული წნევა არ აცილდება 150/100 მმ.ვწ.სვ და არ ვლინდება პოლიორგანული უკმარისობა, შეშუპება თუ სხვა სიმპტომები. ორსულთა ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა გახლავთპრეეკლამფსია,რომლის დროსაც მაღალ არტერიულ წნევას შარდში ცილა და შეშუპება ერთვის. დაავადების პროგრესირება უმძიმეს გართულებამდე ეკლამფსიამდე მიდის. ამ შემთხვევაში აღნიშნულ ჩივილებს ემატება კრუნჩხვები, ცნობიერების დაბინდვა და ფსიქიკური სფეროს სხვა პრობლემები.

როგორც ხვდებით ასეთ ორსულებს ესაჭიროებათ სრული კლინიკო–ლაბორატორიული კვლევები და შესაბამისი სტაციონარული მკურნალობა. მძიმე ფორმის ჰიპერტენზიის მკურნალობა ჩვენს კლინიკაში ტარდება ჯამრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით, რომელსაც უზრუნველყოფს ჩვენი კლინიკა.

კლინიკაახალი სიცოცხლისმისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21

კლინიკაახალ სიცოცხლესშეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლცენტრის დახმარებით ნომერზე 577 05 99 00;

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ მეან–გინეკოლოგს ქეთევან იორდანიშვილს ნომერზე 577 32 71 19  

გისურვებთ ჯანმრთელობას!