პაციენტის მომზადება ფარულ სისხლდენაზე (FOB) ანალიზის ჩასატარებლად

პაციენტის მომზადება ფარულ სისხლდენაზე (FOB) ანალიზის ჩასატარებლად

ფარულ სისხლდენაზე ანალიზის ჩატარებამდე პაციენტმა უნდა დაიცვას გარკვეული რეკომენდაციები.

რეკომენდებულია:

1) განავლის აღებამდე, სამი დღით ადრე  პაციენტს უნდა აეკრძალოს:

  • ხორცი;
  • თევზი;
  • კვერცხი;
  • პომიდორი;
  • ვაშლი;
  • ჭარხალი;
  • ბროწეული;
  • წიწიბურა;
  • ყველა  სახის  მწვანე  ფერის ბოსტნეულის მიღება.

2) გამოკვლევამდე  პაციენტი არ უნდა იღებდეს  შემდეგი ჯგუფის  მედიკამენტებს: 

  • საფაღარათო  საშუალებებს;
  • რექტალურ საშუალებებს (სანთლები);
  • საძილე,
  • დამამშვიდებელ საშუალებებს;
  • ნევროლოგიური მედიკამენტებს;
  • კაოლინს;
  • ბარიუმის სულფატს;
  • რკინისა და ბისმუტის პრეპარატებს;
  • აქტივირებული ნახშირის ტაბლეტები.

გისურვებთ ჯანმრთელობას!