პირველად საქართველოში! ჩაიტარეთ კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით – თავის ტვინის კვლევა კაპილარულ დონეზე

პირველად საქართველოში! ჩაიტარეთ კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით – თავის ტვინის კვლევა კაპილარულ დონეზე

ისარგებლეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ინსულტის ცენტრისა და რადიოლოგიური დეპარტამენტის უდიდესი შესაძლებლობით.

450 ლარად გთავაზობთ თავის ტვინში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით საშუალებას იძლევა, კაპილარულ დონეზე იქნას შესწავლილი ცერებრული ჰემოდინამიკა. ამ მეთოდის საშუალებით დაავადების განვითარების პირველივე წუთებიდან შესაძლებელია პათოლოგიური პროცესის, იშემიის ზონის გამოვლენა და პენუმბრის (დაქვეითებული ან მარგინალური ზონების) განსაზღვრა. ფერადი რუკა კი შესაძლებელს ხდის აღმოჩენილ იქნას დაზიანების უმცირესი ზომის კერაც კი. მეთოდი უმნიშვნელოვანესია ინსულტით გამოწვეული სიკვდილიანობისა და ინვალიდიზების შესამცირებლად.

აქცია ძალაშია ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს! 

მეთოდის არსი ასეთია – ინტრავენურად შეყვანილი კონტრასტირებისას, ტვინის ქსოვილის სიმკვრივის ცვლილებაზე დაკვირვებით განისაზღვრება სისხლის მიდინების რაოდენობრივი მაჩვენებელი.

ტვინის ქსოვილის სიმკვრივის ცვლილებაზე დაკვირვება კი საშუალებას იძლევა, განისაზღვროს მიდინებული სისხლის რაოდენობა – რაც მიიღწევა ინტრავენური კონტრასტირების გზით.

კომპიუტერული ტომოგრაფია პერფუზიით წარმატებით გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:

  • იშემიური ინსულტის დროს სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • ქალა–ტვინის ტრავმების დროს სისხლის მიმოქცევის მოშლა;
  • თავის ტვინის სიმსივნეების დროს ჰემოდინამიკის შეფასება;
  • ოკლუზირებადი დაავადებების გამოვლენა, ინტრა და ექსტრაკრანიალური არტერიების ქრონიკული სტენოზის შემთხვევები, საძილე არტერიების კრიტიკული სტენოზისას თავის ტვინის პარენქიმაში ფარულად მიმდინარე იშემიური პროცესების აღმოჩენა;
  • თავის ტვინის სიმსივნეების დროს ბიოფსიისთვის განკუთვნილი არეალის ზუსტი განსაზღვრისთვის;
  • თავის ტვინის სიმსივნეების მონიტორინგისას, როცა უკვე ჩატარებულია სხივური თერაპია და ქიმიოთერაპია.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ პერფუზიის შესახებ, იხილეთ ვრცლად!

თუ გსურთ, რომ ისარგებლოთ აღნიშნული აქციით, გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25!

გისურვებთ ჯანმრთელობას!