ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მწვავე იშემიური ინსულტის დროს წარმატებული შედეგით დასრულდა ჩატარებული თრომბოლიზური თერაპია

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში მწვავე იშემიური ინსულტის დროს წარმატებული შედეგით დასრულდა ჩატარებული თრომბოლიზური თერაპია

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ფუნქციონირებს ინსულტის ცენტრი

ინსულტის ცენტრს საფუძველი ჩაეყარა მას შემდეგ, რაც კლინიკა აღიჭურვა SHIMADZU–ს ორმკლავიანი ანგიოგრაფით Trinias B12, რომელიც რეგიონში ექსკლუზიურია და პირველად გაიყიდა იაპონიის ფარგლებს გარეთ. მას შემდეგ ცენტრში დაინერგა ინსულტის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი, მათ შორის სისტემური თრომბოლიზური თერაპია და ენდოვასკულური ნეიროქირურგიის მეთოდები. ამ დროის განმავლობაში მკურნალობა ჩაუტარდა ბევრ პაციენტს, რომელთა შორის არაერთი გაეწერა კლინიკიდან ნევროლოგიური დეფიციტის გარეშე და დაუბრუნდა ცხოვრების ჩვეულ რიტმს.

მოგითხრობთ კიდევ ერთი პაციენტის ისტორიას, რომელსაც ქირურგიის ეროვნულ ცენტრში წარმატებით ჩაუტარდა თრომბოლიზური თერაპია მწვავე იშემიური ინსულტის დროს.

ჩვენი კლინიკის გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში 12 დეკემბერს 21:57სთ-ზე შემოიყვანეს 77 წლის მამაკაცი. ჰოსპიტალიზაციამდე 2 საათით ადრე მწვავე ფორმით იყო განვითარებული: მეტყველების მოშლა, სახის ასიმეტრია, მარჯვენა კიდურებში ძალის დაქვეითება, ხელში ელემენტარული მოძრაობებიც კი არ წარმოებდა, წარმოთქვამდა მხოლოდ ერთეულ სიტყვებს.

სათანადო ლაბორატორიულ–ინსტრუმენტული გამოკვლევებისა და ნევროლოგიური სტატუსის შეფასების შემდეგ (NIHSS-13ქ.), პროტოკოლის სრული დაცვით, პაციენტის მიღებიდან 40 წუთში დაიწყო rtPA-ის (აქტილიზეს) ინფუზია.

როგორც ნევროლოგიისა და ნეიროქირურგიის დეპარტამენტის თრომბოლიზური თერაპიის მიმართულების ნევროლოგმა ბატონმა ზურა ახალაიამ ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა, თრომბოლიზური თერაპია ეს არის მწვავე იშემიური ინსულტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია თავის ტვინის კონკრეტული სისხლძარღვის რეკანალიზება, ანუ ხდება სისხლის მიმოქცევის აღდგენა თავის ტვინის დაზიანებულ უბანში, რაც იწვევს ინსულტის შედეგად განვითარებული სიმპტომების სრულ ან ნაწილობრივ უკუგანვითარებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის დაწყების დროს, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4,5 საათს, თუმცა უფრო კარგია შედეგი სიმპტომების განვითარებიდან პირველი 3 საათის განმავლობაში ჩატარებული თრომბოლიზის დროს. მკურნალობისთვის გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში დანერგილი ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორი - აქტილიზეს (ალტეპლაზა) სახელწოდებით.

ჩატარებული მკურნალობის შედეგად დინამიკაში პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. (NIHSS-7ქ) გამოსწორდა მეტყველება, შემცირდა სახის ასიმეტრიის ხარისხი, მარჯვენა კიდურებში იმატა ძალამ, ფეხში სრულად აღდგა მოძრაობები, პაციენტი გადაადგილდება დამოუკიდებლად, ხელში რჩება სისუსტე მტევანში, თუმცა პროქსიმალურ სეგმენტში წარმოებს მოძრაობები, რეაბილიტაციის კურსის გავლის შემდეგ არის პერსპექტივა სრულად აღდგეს მოძრაობა მტევანში.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19;