ქირურგიის ეროვნული ცენტრი 14 სექტემბერს ონში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 14 სექტემბერს ონში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს!

ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ კიდევ ერთი საჩუქარი რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 14 სექტემბერს, ქალაქ ონში უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას  ჩაატარებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის  რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინიციატივით აქცია ჩატარდება ონის საავადმყოფოს ბაზაზე. 

უფასო აქციის ფარგლებში მოგემსახურებათ ქირურგიის ეროვნული ცენტრისა და კლინიკა  „ახალი სიცოცხლის“  სხვადასხვა პროფილის ექიმი:

  • თერაპევტი;
  • კარდიოლოგი;
  • ქირურგი;
  • ანგიოქირურგი;
  • ოფთალმოლოგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • უროლოგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • ექოსკოპისტი;
  • მამოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევები, სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ ქირურგიის ეროვნული ცენტრი გასინჯულ პაციენტებს უზრუნველყოფს საჭირო მედიკამენტებით, სრულიად უსასყიდლოდ!

ქირურგიის ეროვნული ცენტრი დიდი ტრადიციების მქონე მრავალპროფილური კლინიკაა, სადაც ფართოდაა დანერგილი დიაგნოსტირებისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ლაპაროსკოპიული და ენდოსკოპიური ოპერაციული მედიცინის მიღწევები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი – საუკეთესო ტრადიციები 1946 წლიდან დღემდე!

გისურვებთ ჯანმრთელობას!