ქირურგიის ეროვნული ცენტრი 18 აგვისტოს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს

ქირურგიის ეროვნული ცენტრი 18 აგვისტოს, ბათუმში, თამარის დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას ჩაატარებს

ერთად ვიზრუნოთ თქვენს ჯანმრთელობაზე!

ამ ლოზუნგით 18 აგვისტოს, ქირურგიის ეროვნული ცენტრი  ბათუმს ეწვევა და თამარის დასახლებაში მცხოვრებ, იძულებით გადაადგილებულ  მოსახლეობას გასინჯავს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმები უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას   ჩაატარებენ თამარის დასახლებაში მდებარე პოლიკლინიკაში.

უფასო გასინჯვის აქცია გაიმართება ბათუმის მერიის და  ფონდ „ერთობა მომავლისთვის“ ინიციატივით.

აქციაში ჩართულნი არიან ქირურგიის ეროვნული ცენტრის:

 

  • თერაპევტი;
  • კარდიოლოგი;
  • ქირურგი;
  • ანგიოქირურგი;
  • ენდოკრინოლოგი;
  • ტრავმატოლოგი;
  • ნევროლოგი;
  • გინეკოლოგი;
  • რადიოლოგი.

პაციენტებს ჩაუტარდებათ უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური  გამოკვლევები,  სისხლში გლუკოზის განსაზღვრა.

აქციის ბოლოს პაციენტებს დაურიგდებათ კომპანია ავერსისმიერ გამოყოფილი  მედიკამენტები.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი ყოველთვის მზადაა იყოს ქვეყნის სამსახურში, იზრუნოს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე. ქირურგიის ეროვნული ცენტრის მაღალკვალიფიციური ექიმები რეგულარულად სტუმრობენ რეგიონებს და ადგილობრივებს სთავაზობენ უფასო სამედიცინო გასინჯვის აქციას. ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმების კომპეტენტური აზრი ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტების დროული და სწორი დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის. აქციების მნიშვნელოვანი ბენეფიტია მედიკამენტები, რაც უსასყიდლოდ ურიგდებათ აქციაში მონაწილე პაციენტებს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრი მულტიპროფილური კლინიკაა, სადაც მკურნალობა და დიაგნოსტირება უახლესი ტექნოლოგიებითა და თანამედროვე სტანდარტებით ტარდება.

შეკითხვის შემთხვევაში დარეკეთ: 577119119;

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5;

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 11 91 19 ან 2 02 25 25;

გისურვებთ ჯანმრთელობას!