ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიური პაციენტების სამსახურში

ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი ონკოლოგიური პაციენტების სამსახურში

სულ მალე ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ამოქმედდება ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი და პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებული რადიოთერაპიის დეპარტამენტი.

ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტი პაციენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის მკურნალობას – სტანდარტი, რომელიც სამედიცინო თვალსაზრისით მიღებული პრაქტიკაა ევროპისა და ამერიკის წამყვან ონკოლოგიურ ცენტრებში. 

ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ჩატარდება თავის ტვინის, თავ-კისრის, ფილტვის, მკერდის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, შარდ-სასქესო სისტემის ონკოლოგიური დაავადებების, თავის ტვინისა და ძვლების მრავლობითი მეტასტაზების რადიოთერაპია დასხივების თანამედროვე ტექნიკის გამოყენებით.
ამ მიზნით, კლინიკამ უკვე შეიძინა მსოფლიოში ცნობილი Varian-ის ფირმის რამდენიმე სხივური ამაჩქარებელი, როგორც სტანდარტული მკურნალობისთვის, ასევე მაღალი სირთულის რადიოქირურგიული (SRS, SBRT) პროცედურებისთვის.
Varian Oncology Systems მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა, რომელიც აწარმოებს სხივური თერაპიისთვის განკუთვნილ საჭირო აპარატურას. კომპანია ულტრათანამედროვე დანადგარებით ამარაგებს კლინიკებსა და სხივური თერაპიის ცენტრებს. მათი სხივური ამაჩქარებლების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალური სიზუსტით დასხივდეს სამიზნე მოცულობა, ჯანსაღი ქსოვილების დაცვით, რაც უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სხივურ თერაპიაში.
ჩვენი კლინიკის რადიოთერაპიის დეპარტამენტის პერსონალს განათლება და სამუშაო გამოცდილება მიღებული აქვს საზღვარგარეთ, წამყვან კლინიკებში. ისინი მაღალპროფესიულ დონეზე ფლობენ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა CT გამოსახულებაზე დაფუძნებული დაგეგმარების შემდგომ, სამიზნე და რისკის მქონე ორგანოების კონტურირება, დასხივების დოზისა და ფრაქციების რაოდენობის განსაზღვრა.
გარდა ამისა, გამოცდილ ფიზიკოსთა ჯგუფი შეადგენს მკურნალობის გეგმას დაგეგმარების ისეთი უახლესი მეთოდებით, როგორიცაა 3D CRT, iMRT, VMAT(RapidArc).
მკურნალობის ყოველდღიური პროცედურა შესრულდება IGRT (გამოსახულებით მართული რადიოთერაპია) კონტროლით, რაც მკურნალობის გეგმის მაღალი სიზუსტით განხორციელებას უზრუნველყოფს.
ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტი გთავაზობთ დასხივების პროცედურას უსაფრთხოების სრული დაცვით, მაქსიმალური სიზუსტითა და მკურნალობის დადებითი შედეგით.
სულ მალე - ქირურგიის ეროვნული ცენტრის რადიოთერაპიის დეპარტამენტის პროფესიონალთა გუნდი თქვენს სამსახურში!

გისურვებთ ჯანმრთელობას!