რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას და როგორ ამოვიცნოთ დემენციის სიმპტომები?

რა იწვევს მეხსიერების დაქვეითებას და როგორ ამოვიცნოთ დემენციის სიმპტომები?

მეხსიერება ინფორმაციის შენახვისა და აღდგენის უნარია.

იგი მიეკუთვნება როგორც ბიოლოგიურ, ისე კოგნიტურ, ანუ შემეცნებით პროცესებს. არსებობს მხედველობითი, სმენითი, ტაქტილური (შეხებითი) მეხსიერება. მეხსიერების დაქვეითების ან დაკარგვის გამო ცხოვრებას აზრი მნიშვნელოვნად ეკარგება და იზრდება დემენციის განვითარების რისკი.

მსოფლიო სამედიცინო სივრცეში დემენცია საკმაოდ აქტუალური პრობლემაა და სტატისტიკურად, ამ დროის მონაცემებით, მხოლოდ აშშ–ში 5 მილიონზე მეტი ადამიანი ალცჰაიმერითაა დაავადებული. კიდევ უფრო საგანგაშოა ის, რომ ყოველ 68 წამში დაავადება ახალ ადამიანს უვითარდება.

მეცნიერები შიშობენ, რომ 2050 წლისთვის ამ  ნეიროდეგენერაციული  დაავადების მქონე პაციენტების რიცხვი გასამმაგდება.

ქირურგიის ეროვნულცენტრში შესაძლებელია აქციით სარგებლობა, რომელიც მოიცავს ნევროლოგის კონსულტაციასა და ნეიროფსიქოლოგიურ ტესტირებას.

აქციას უძღვება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ნევროლოგი თეა შუბლაძე.

ქალბატონი თეა დემენციის შესახებ გვესაუბრება.

– რა არის დემენცია?

დემენცია ტვინის ორგანული დაზიანების შედეგად განვითარებული პათოლოგიური მდგომარეობაა, რომლის დროსაც ირღვევა მეხსიერების, მეტყველების, კონცენტრაციის, მსჯელობის უნარი და სხვა ფუნქციები.

მოგეხსენებათ, თავის ტვინის უჯრედების  (ნეირონები)  გარკვეული ნაწილი ასაკის მატებასთან ერთად განიცდის კვდომას (ატროფიულ ცვლილებებს), რაც ფიზიოლოგიური პროცესია. თუმცა გარკვეული რისკ–ფაქტორები  აპროვოცირებს თავის ტვინის დაზიანებას, მაგალითად, ხანგრძლივი სტრესი, ტრავმა, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, სისხლძარღვოვანი პრობლემები, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება და სხვა. ასაკის მატებასთან ერთად  აუცილებელია გარკვეული ყურადღება მიექცეს მეხსიერების პრობლემებს.

რას გვეტყვით დემენციის ფორმებზე?

განასხვავებენდემენციის 4 ფორმას:

  • ალცჰაიმერის ტიპის დემენცია;
  • სისხლძარღვოვანი (ვასკულური) დემენცია; 
  • სხვა დაავადებების დროს განვითარებული დემენცია (პიკის, Creutzfeldt-Jakob–ის, Huntigton-ის დაავადებების დროს, აგრეთვე სპეციფიკური დაავადებების შემთხვევაში როგორიცაა: ეპილეფსია, ჰიპერკალცემია, ცერებრული ლიპიდოზი და სხვა);
  • დაუზუსტებელი დემენცია.

დემენციის დროს, პირველ ეტაპზე, ძირითადად ხდება ხანმოკლე მეხსიერების დარღვევა, მაშინ როცა ხანგრძლივი მეხსიერება ჯერ კიდევ შენახულია.

ამ დროს პაციენტი თავისუფლად ჰყვება 20–30 წლის წინ მომხდარ მნიშვნელოვან ამბებს, მაგრამ ძალიან უჭირს გაიხსენოს, თუ ცოტა ხნის წინ სად შეინახა ნივთი.

უფრო ხშირად რა ასაკის ადამიანები უჩივიან მეხსიერების პრობლემებს?

მეხსიერების პრობლემა უფრო ხშირად აწუხებთ 45–50 წელს გადაცილებულ ადამიანებს, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ხშირად მოგვმართავენ 45 წლამდე ასაკის პაციენტებიც. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ჩატარდეს კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები და მათ შორის გამოკვლეულ იქნეს  ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია, რადგან აღნიშნულის დარღვევის შემთხვევაში  ხდება ჰომოცისტეინის  სინთეზის დარღვევაც, რაც ხელს უწყობს კოგნიტურ  დისფუნქციას.

– როგორ ამოვიცნოთ სიმპტომები?

პაციენტები, რომლებიც მოგვმართავენ, მეხსიერების დარღვევის გარდა, ხშირად უჩივიან ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითებას, აზროვნების პროცესებისა და დასწავლის უნარის შეფერხებას.

დროთა განმავლობაში, შორსწასულ შემთხვევებში, ხდება მოტორული უნარების დაკარგვა (პაციენტს უჭირს დამოუკიდებლად ჩაცმა, სადილობა და სხვა),  ემოციების  გაღარიბება. 

გაიდლაინის მიხედვით, დემენციის საბოლოო დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული ჩივილები პაციენტს  აღენიშნება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.

– რას გვეტყვით დიაგნოსტირების მეთოდზე?

მთელ მსოფლიოში აღიარებულია ნეიროფსიქოლოგიური დიაგნოსტირება    FAB;MMSE;MOCA–ს ტესტების საშუალებით, რისი დახმარებითაც  ხდება დემენციის დიაგნოზის დადასტურება.

ასევე მნიშვნელოვანია  ნეიროვიზუალური გამოკვლევებიც.

– როგორია მკურნალობის მეთოდი?

რასაკვირველია, დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკს და შესაბამისად, ასაკიდან გამომდინარე განსხვავებულია მკურნალობის მიდგომაც.

უშუალოდ ანტიდემენტური პრეპარატების დანიშვნა სპეციფიკურია და მოითხოვს შესაბამის ჩვენებას.

გაიდლაინის მიხედვით, დემენციის სამკურნალოდ  ყველაზე ეფექტურია აცეტილქოლინესთერაზას ინჰიბიტორები და ნეიროპროტექტორები. 

აღსანიშნავია, რომ მაღალი IQ–ს მქონე პაციენტებში დემენციის განვითარების რისკი დაბალია. დემენციის ადრეულ სტადიებზე (ექიმთან დროულად მიმართვისას) პაციენტის მდგომარეობა გარკვეულწილად მართვადია.

არანამკურნალევ შემთხვევაში შესაძლებელია  დაავადებამ სწრაფად განიცადოს პროგრესირება, რის გამოც დადებითი შედეგი ნაკლებად მოსალოდნელია. ასეთ შემთხვევაში მკურნალობა ინიშნება მხოლოდ იმ მიზნით, რომ შევინარჩუნოთ ჯანმრთელობის არსებული მდგომარეობა.

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც არანამკურნალევ შემთხვევაში, დაავადების სწრაფად პროგრესირების ფონზე, პაციენტებს არ ახსოვთ საცხოვრებელი მისამართი და უგზოუკვლოდ იკარგებიან კიდეც.

გახსოვდეთ, რომ მეხსიერების დროული კორეგირება თავიდან აგვაცილებს დემენციის განვითარების საფრთხეს.

ქირურგიის ეროვნული ცენტრის მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ჩაჩავას N5.

ქირურგიის ეროვნულ ცენტრს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

თქვენთვისპრობლემურ, ნებისმიერსაკითხზე, კონსულტაციისმიზნითშეგიძლიათდაუკავშირდეთნევროლოგს თეაშუბლაძეს ნომერზე  595 26 92 92.

გისურვებთ ჯანმრთელობას!