როგორ ცვლის 15 წუთიანი პროცედურა 2 საათიან ღია ოპერაციას

როგორ ცვლის 15 წუთიანი პროცედურა 2 საათიან ღია ოპერაციას

ჩვენთვის როგორც ცნობილია თქვენთან კეთდება ღვიძლის ცისტის პუნქცია-დრენირება და რას გვეტყვით ამ მანიპულაციაზე?

მოგეხსენებათ, რომ უკანასკნელ წლებში მკვეთრად განვითარდა და დაიხვეწა სამედიცინო ტექნოლოგიები.  თანამედროვე სამედიცინო სამყაროს წინსვლას ფეხდაფეხ მიჰყვება ქირურგიის ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, ქეისი, რომლის შესახებაც ეხლა ვისაუბრებთ  თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების ჩართულობას უკავშირდება. პაციენტმა მოგვმართა ჩივილებით ყრუ ხასიათის ტკივილით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში.  მომართვამდე მას ჩატარებული ჰქონდა სადიაგნოსტიკო გამოკვლევები, მათ შორის ჩვენს კლინიკაში ჩატარებული მუცლის ღრუს მაგნიტურ–რეზონანსული ტომოგრაფია. ნანახი იქნა ღვძლის მე4 სეგმენტის ცისტოზური წარმონაქმნი. ავადმყოფი კონსულტირებულია ჩემს მიერ,  კლინიკური და ობიექტური მონაცემების საფუძველზე  დავგეგმეთ მანიპულაცია - ღვიძლის ცისტის პუნქციური დრენირება.

რატომ მცირე ინვაზიური მეთოდი?
მცირე ინვაზია ითვალისწინებს ქირურგიულ მკუნალობას მინიმალური ტრავმით. ღია ოპერაციული ჩარევა ალტერნატიული და მოძველებული მეთოდია. იგი ძალზედ ტრავმულია,  ვინაიდან  მუცლის წინა კედელზე კეთდება დიდი ზომის  განაკვეთი ზოგადი ანესთეზიის პირობებში, ოპერაცია გრძელდება დაახლოებით 1–2სთ, სჭირდება ხანგრძლივი რეაბილიტაცია და მკურნალობა, მოსალოდნელი გართულებების ალბათობაც მეტია.

როგორ სრულდება მცირე ინვაზიური ჩარევა ტექნიკურად?
მცირე ინვაზიური მეთოდი ითვალისწინებს ულტრაბგერის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით ღვიძლის ცისტის პუნქცია–დრენირებას. აღნიშნულ მეთოდს ირჩევს ქირურგი რადიოლოგთან ერთად.  ჩვენ ამ შემთხვევაში ავირჩიეთ მანიპულაციის წარმოება კომპიუტერული ტომოგრაფიის კონტროლით. პაციენტს ფსიქემოციური სტრესის მოხსნის მიზნით ჩაუტარდა სედაციური მედიკაცია.  შემდგომ კეთდება კომპიუტერული ტომოგრაფია, მოინიშნება ჩხვლეტის მიდამო და თან განისაზღვრა ნემსის მიმართულება და სიღრმე. შესაბამისი ასეპტიკის წესების დაცვით გაკეთდა პუნქცია, მიღებული იქნა 50მლ_მდე გამჭვირვალე სითხე. ღრუში ჩაიდგა „ფიგთეილ“ ტიპის კათეტერი; მანიპულაცია მიმდინარეობდა დაახლოებით 25–30წთ და დასრულდა გართულებების გარეშე; პაციენტი რამდენიმე საათში გაეწერა კლინიკიდან ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.

გაქვთ თუ არა ყველა საჭირო  პირობა აღნიშნული მანიპულაციის შესასრულებლად?
ჩვენი კლინიკა არის  მულტიპროფილური, რომელიც აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით; რადიოლოგიურ სამსახურს ხელმძღვანელობს ექიმი რადიოლოგი ვასილ გერგედავა, იგი არის  გამოცდილი პროფესიონალი და მასთან ერთად ერთობლ რეჟიმში ვასრულებთ აღნიშნულ მანიპულაციას.