სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

სიმსივნე და ონკომარკერი – რატომ უნდა დაინტერესდეთ კლინიკა „ახალი სიცოცხლის“ აქციით?

ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ მრავალპროფილური დაწესებულებაა, სადაც 24 საათის განმავლობაში შეგიძლიათ ისარგებლოთ სამედიცინო მომსახურებით.

კლინიკაში ფუნქციობს თანამედროვე სტანდარტების ქართულ–გერმანული ლაბორატორია New medical service, რომლის ხელშეწყობითაც შეგიძლიათ ჩაიტაროთ 7 000–მდე ლაბორატორიული კვლევა გერმანიის საუკეთესო ლაბორატორიებში.

კლინიკა „ახალი სიცოცხლე“ და ქართულ–გერმანული ლაბორატორია საზოგადოებას სთავაზობს ერთობლივ აქციას, რომელიც 20%–იან ფასდაკლებას გულისხმობს შემდეგ ონკომარკერებზე:

  • CA 15-3;
  • CA-125;
  • Cyfra 21.1;
  • ROMA-Index;
  • CEA კარცინო ემბრიონული ანტიგენი.

აქციით სარგებლობა შესაძლებელია ყოველ სამშაბათსა და ხუთშაბათს.

თუ გსურთ, მეტი შეიტყოთ აქციის შესახებ, იხილეთ ვრცლად!

მკითხველისთის უკეთ გასაგები რომ ყოფილიყო თუ რაოდენ დიდი დატვირთვა აქვს ამ აქციას სიმსივნესთან ბრძოლის პროცესში, მივმართეთ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ონკოლოგს ირინე ხუბუას.      

– ქალბატონო ირინე, რა არის ონკომარკერი?

ონკომარკერი ანუ სიმსივნური  მარკერი ქიმიური ნაერთია, ძირითადად ცილა. ჩვეულებრივ მათი გამომუშავება ხდება სიმსივნური უჯრედების მიერ, მაგრამ ზოგჯერ ისინი გამომუშავდება ორგანიზმის მიერ სხვადასხვა სიმსივნური და არასიმსივნური მდგომარეობების საპასუხოდ, ანუ ონკომარკერების გამომუშავება ხდება როგორც ნორმალური, ისე სიმსივნური უჯრედების მიერ. თუმცა, ავთვისებიანი პროცესის დროს მათი მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალი ციფრებითაა წარმოდგენილი.

  ზოგჯერ, არაონკოლოგიური მდგომარეობა იწვევს ონკომარკერების მატებას, მაშინ როდესაც ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის დროს ნორმის ფარგლებშია, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე. უფრო მეტიც, ონკომარკერები არ არის გამოვლენილი ყველა ტიპის ავთვისებიანი სიმსივნური პროცესისთვის. მათი მატება შეიძლება გამოწვეული იყოს კიბოს არსებობით, თუმცა მხოლოდ ეს კრიტერიუმი არ არის საკმარისი ავთვისებიანი სიმსივნის  დიაგნოზის დასადგენად.

    ამდენად, როგორც წესი ონკომარკერები გამოიყენება სხვა კვლევებთან ერთად, კომბინაციაში, მაგალითად, როგორიცაა სიმსივნური წარმონაქმნის ბიოფსია–მორფოლოგიური და იმუნოჰისტოქიმიური კვლევით, რის საფუძველზეც ხდება ავთვისებიანი სიმსივნური პროცესის ვერიფიცირება.

– რა არის კლინიკურ დიაგნოსტირებაში ონკომარკერის განსაზღვრის მთავარი მიზანი?

კლინიკურ პრაქტიკაში ბევრი სხვადასხვა სახის ონკომარკერი გამოიყენება. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ ერთი ტიპის სიმსივნესთან ასოცირდება, ხოლო ზოგიერთი 2 ამ 3 სხვადასხვა ტიპის სიმსივნესთან.  იმის გათვალისწინებით, რომ მკურნალობის დაწყებამდე სიმსივნის მარკერების დონე უმეტესად მომატებულია, სიმსივნის მარკერების ძირითადი მნიშვნელობა სიმსივნის მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგია. ზოგიერთი მათგანის  განსაზღვრას კი, კლინიკური სიტუაციის გათვალისწინებით, დიაგნოსტიკური ღირებულებაც აქვს.

– ონკომარკერების განსაზღვრა ხდება.

დიაგნოსტირების მიზნით სხვა სახის კვლევებთან კომბინაციაში. განისაზღვრება უშუალოდ სპეციფიური მკურნალობის (რადიო, ქიმიო, ჰორმონოთერაპიის, ქირურგიული მკურნალობის) დაწყების წინ. მკურნალობის პროცესში – მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნით, ასევე განისაზღვრება მკურნალობის შემდგომ დაავადების მონიტორინგის მიზნით და/ან პროგრესირების შესამოწმებლად.

სამწუხაროდ, არც ერთ ონკომარკერს, გარდა პროსტატის სპეციფიური ანტიგენისა, არ გააჩნია 100%-იანი სპეციფიურობა რომელიმე ორგანოსთან მიმართებით, თუმცა ცნობილია საკვერცხეების, საშვილოსნოს ყელისა და ტანის, სარძევე ჯირკვლის,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ორგანოების, ფილტვისა და სხვა ორგანოების კიბოს სიმსივნური მარკერები. 

– რა სიხშირით უნდა განისაზღვროს ონკომარკერი?

ონკომარკერების დონის მატების სიჩქარე მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის დაავადების არსებობასა და განვითარებაზე. მარკერების დონის დინამიკა უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ერთჯერადი მაჩვენებელი.

  ქიმიოთერაპიის ან სხვა  სპეციფიური მკურნალობის დაწყების შემდეგ ონკომარკერის კონცენტრაციის მყარი დაქვეითება თერაპიის ეფექტურობაზე მეტყველებს;

 დაავადების მონიტორინგის მიზნით  კი მისი განსაზღვრა პირველი ორი წლის მანძილზე ყოველ 3–6თვეში ერთხელ, შემდეგ 6 თვეში ერთხელ 5 წლის განმავლობაში.

– რას გვეტყვით შემდეგ ონკომარკერებზე: CA 15-3; CA-125; PSA; ROMA-Index; CEA - კარცინო ემბრიონულ ანტიგენზე?

– განვიხილოთ თითოეული მათგანი.

პროსტატის სპეციფიური ანტიგენი – PSA

პსა წარმოადგენს ცილას, რომელიც გამომუშავდება პროსტატის უჯრედების მიერ. ამ ცილის ძირითადი ფუნქციაა სათესლე სითხის მასის გათხელება. PSA–ს  გამოყენება დიაგნოსტიკური მიზნით დაიწყო 1980–იანი წლების ბოლოს.  იგი წარმოადგენს პროსტატო–სპეციფიურ მარკერს. მისი მატება სისხლის შრატში შეიძლება გამოიწვიოს პროსტატის არაკეთილთვისებიანმა სიმსივნემ, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანმა ჰიპერპლაზიამ ან ანთებამ.  უნდა გვახსოვდეს, რომ პსა-ს ნორმალური დონე ასაკთან ერთად იმატებს. მისი მატება შეინიშნება აგრეთვე სხვადასხვა სამედიცინო პროცედურის შემდეგ როგორიცაა: რექტალური გასინჯვა, ცისტოსკოპია, კოლონოსკოპია, სითბური პროცედურები, ტრანსურეთრული ბიოფსია. ამ შემთხვევაში პსა-ს განსაზღვრისთვის სისხლის აღება უნდა მოხდეს პროცედურიდან 5-6 დღის შემდეგ.  40 წელს გადაცილებული მამაკაცების 97%–ში პსა–ს დონე <4.0 ნგ/მლ–ზე, რაც მიღებულია ზღვრულ ნორმად. არ არის დადგენილი პსა–ს დონე, რომელიც სრულად გამორიცხავს პროსტატის კიბოს არსებობას, ანუ არ არსებობს პსა–ს დონე რომელიც 100%–ით გამორიცხავს პროსტატის კიბოს არსებობას. პროსტატის სპეციფიური ანტიგენის  გამოკვლევას პროსტატის კიბოს დიაგნოსტირების, მონიტორინგისა და მკურნალობისთვის მიმართავენ. 

 

СА 125

საკვერცხის ონკომარკერი CA-125 ანტიგენი გლიკოპროტეინია. ქალების 80%–ს, რომელთაც აქვთ საკვერცხის ეპითელური სიმსივნე საკვერცხის ონკომარკერი CA -125 დონე მომატებული აქვთ, ხოლო დაავადების საწყის სტადიაზე 50%–ზე ნაკლებს აქვს მომატებული მარკერის დონე.სისხლში СА125–ის კონცენტრაციის სკრინინგული განსაზღვრა საბოლოო დიაგნოზის დასმის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ გვეხმარება საკვერცხის კიბოს მაღალი რისკის მქონე პირთა გამოვლენაში. მეტად მნიშვნელოვანია მისი განსაზღვრა მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნით.

 

ROMAIndex

მსოფლიო სტატისტიკით, საკვერცხის კიბოთი ქალთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი საკმაოდ დიდია. მეტად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეული დიაგნოსტირება.

ROMA ინდექსი საშუალებას იძლევა შეფასდეს საკვერცხის სიმსივნის ავთვისებიანობის რისკები. აღნიშნული გამოკვლევა უტარდებათ 18 წელზე მეტი ასაკის, საკვერცხის წარმონაქმნით დიაგნოსტირებულ მდედრობითი სქესის პაციენტებს, რომლებსაც უნდა ჩაუტარდეთ ქირურგიული მკურნალობა. ROMA ინდექსის ინტერპრეტირება ხდება კლინიკურ და რადიოლოგიურ მონაცემებთან ერთად.

 

CA 15-3

ძუძუს კიბო ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა. სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნული დაავადება შეიძლება გამოუვლინდეს ყოველ მეათე ქალს. სიმსივნის ანტიგენი 15-3 არის  ცილა, რომელსაც ძირითადად გამოიმუშავებს ძუძუს კიბოს უჯრედები. მისი მატება უმეტესად ძუძუს კიბოს მანიშნებელია, განსაკუთრებით მაღალია  დაავადების შორსწასული ფორმებისას. ჩატარებული კვლევებით გამოვლენილია მისი პროგნოზული ღირებულება ადრეული ძუძუს კიბოს დროს. მისი მატება ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაში შესაძლოა დაკავშირებული იყოს უარყოფით პროგნოზთან. ასევე მნიშვნელოვანია მისი მონიტორინგი მკურნალობის სხვადასხვა მეთოდის დროს – დაავადების რეგრესის და პროგრესის შესაფასებლად.

 

CEA

CEA ანუ  კარცინო ემბრიონული ანტიგენი განისაზღვრება პერიფერიულ სისხლში.  მისი მაჩვენებელი მომატებულია მწეველებში, სხვადასხვა ანთებითი დაავადების დროს და ამ შემთხვევაში როგორც წესი არ აჭარბეს 10 ნგ/მლ.

აღნიშნული ანტიგენის მატება 20 ნგ/მლ და მეტი, ასოცირებულია ონკოლოგიურ დაავადებებთან, როგორიცაა ნაწლავების, პანკრეასის, კუჭის, ძუძუს, საკვერცხის და ა.შ კიბოსთან.

მისი განსაზღვრა მნიშვნელოვანია მკურნალობის დაწყების წინ, რათა შეფასდეს მკურნალობის ეფექტურობა. მისი მატება შორეული ან ადგილობრივი პროგრესირების მანიშნებელია. სხვა მარკერების მსგავსად აუცილებელია მისი კორელაცია კლინიკურ და რადიოლოგიურ მონაცემებთან.

– როგორ კეთდება ეს ტესტი და საჭიროებს თუ არა ანალიზი სპეციალურ მომზადებას?

ონკომარკერების განსაზღვრა ხდება პერიფერიულ სისხლში და/ან სხვა ბიოლოგიურ სითხეებში.  პირველადი კვლევისა და შემდგომი მონიტორინგის თარიღი უნდა შეირჩეს ნახევრადდაშლის პერიოდისა და საწყისი კონცენტრაციის  ბიოლოგიური ვარიაციების გათვალისწინებით, წინა კვლევის შედეგთან მომდევნო კვლევის შედეგის 25%–ზე მეტი განსხვავება საყურადღებოა. სიმსივნის მარკერების კონცენტრაცია დამოკიდებულია მათ სინთეზსა და გამოთავისუფლებაზე, ისევე როგორც სიმსივნის მასაზე, გავრცელებასა და სისხლის მიმოქცევაზე. სიმსივნის მარკერების მომატება ასევე აღინიშნება მათი დაქვეითებული გამოთავისუფლებისას, მაგალითად, თირკმლის უკმარისობის, ღვიძლის ფუნქციის დაქვეითებისას, განსაკუთრებით კი ქოლესტაზის დროს.

კლინიკა „ახალი სიცოცხლის“  მისამართი: ქალაქი თბილისი, დიღომი, ლუბლიანას ქუჩა №21ა;

კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქოლ–ცენტრის დახმარებით ნომერზე  577 05 99 00;

ლაბორატორიის ტელეფონი 591 94 57 07 ან 555 76 01 45;       

თქვენთვის პრობლემურ, ნებისმიერ საკითხზე, კონსულტაციის მიზნით შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ექიმ ონკოლოგს, ირინე ხუბუას ნომერზე: 558 80 89 89;

გისურვებთ ჯანმრთელობას!