სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა

სრული გინეკოლოგიური გამოკვლევა

კლინიკა ,,ახალი სიცოცხლე“ გთავაზობთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას მხოლოდ 85 ლარად ნაცვლად 200 ლარისა. აქციის ფარგლებში შედის გინეკოლოგის კონსულტაცია, გინეკოლოგიური ექოსკოპია Voluson E10 უნიკალური აპარატით, კოლპოსკოპიური კვლევა, პაპ ტესტი.

მრავალი გარემო ფაქტორების, გენეტიკური განწყობის და სხვა რიგი მდგომარეობების გამო საგრძნობლად იმატა ონკოლოგიური პათოლოგიების სიხშირემ. მათი დაგვიანებული გამოვლენა ხშირ შემთხვევაში მძიმე და არასაიმედო გამოსავლით სრულდება.

რა არის საშვილოსნოს ყელის პათოლოგია და როგორ ხდება მისი გამოვლინება?

საშვილოსნოს ყელის დაავადებები კეთილთვისებიან და ავთვისებიან პათოლოგიებად შეიძლება დავყოთ. ნებისმიერი კეთილთვისებიანი პათოლოგიაც კი, მაგალითად როგორიც არის საშვილოსნოს ყელის ეროზია, რომელსაც დროულად ვერ გამოვავლენთ და შესაბამისად არ ვუმკურნალებთ შესაძლოა გარკვეული პერიოდის შემდეგ შეუქცევად დაზიანებაში  გადაიზარდოს.

რა არის საშვილოსნოს ყელის ეროზია?

ეს არის საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანება. ეროზია შესაძლოა გამოიწვიოს სხვადასხვა სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციამ. ეროზიის დროული გამოვლენა და შესაბამისი მკურნალობა აღადგენს საშვილოსნოს ყელის დაზიანებულ უბანს და არ ხდება პროცესის გაღრმავება. თუმცა ეს მხოლოდ 75% შემთხვევაში. დანარჩენი 25% შესაძლოა მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ დაექვემდებაროს.

როგორ ვუმკურნალოთ ეროზიას და მის გამომწვევ მიზეზებს?

საშვილოსნოს ყელის ეროზია 75% შემთხვევაში მედიკამენტოზურ მკურნალობას ექვემდებარება. რაც იმას გულისხმობს რომ ეროზიის გამომწვევი ვირუსის ან ბაქტერიის საწინააღმდეგო მკურნალობის შედეგად ეროზირებული უბანიც ალაგდება. თუმცა მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს სწორად შერჩეული. გამოვლენილი უნდა იყოს ზუსტი გამომწვევი. განსაზღვრული უნდა იყოს მედიკამენტებზე მგრძნობელობა. თუმცა მიუხედავად ყველფერ ამისა ხშირია რეციდივი.

25% შემთხვევაში, მედიკამენტოზური მკურნალობის მიუხედავად, შესაძლოა ეროზირებული უბანი დარჩეს. ასეთ შემთხვევაში და ასევე ხშირი რეციდივის შემთხვევაში მიმართავენ მკურნალობის სხვა მეთოდებს. კერძოდ საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქციას ანუ მოყინვას და საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაციას.

რომელი მეთოდი არის უკეთესი?

ორივე მეთოდი საშვილოსნოს ყელის კრიოდესტრუქცია და საშვილოსნოს ყელის დიათერმოკოაგულაცია არის არამედიკამენტოზური სამკურნალო საშუალება.ორივე მეთოდს თავისი ჩვენება და გვერდითი მოვლენები გააჩნია.მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაზიანების ხარისხზე, ზომაზე, პაციენტის ანამნეზურ მონაცემებზე, პაპ ტესტის პასუხზე და სხვა ფაქტორებზე.

რა შეგიძლიათ გვითხრათ საშვილოსნოს ყელის სხვა პათოლოგიებზე?

ზოგადად საშვილოსნოს ყელის  ავთვისებიანი პათოლოგიები ერთ ერთი ყველაზე ჩუმად და უსიმპტომოდ მიმდინარე ვერაგი პათოლოგიებია. სწორად ამიტომ საშვილოსნოს ყელის პათოლოგიების სკრინინგული გამოკვლევა, კერძოდ კოლსპოსკოპიისა და   და პაპ ტესტის რუტინული ჩატარება ერთერთი მარტივი და უსაფრთხო მეთოდია მათ გამოსავლენად. საშვილოსნოს ყელის დიასპლაზიების ადრეული გამოვლენა გადარჩენის გარანტია.

ჩვენი კლინიკა გთავაზობთ სრულ გინეკოლოგიურ გამოკვლევას, ადრეულ სკრინინგს და დროულ მკურნალობას. მხოლოდ შაბათს. მხოლოდ ჩვენ კლინიკაში. ამბულატორიული სამსახურის ხელმძღვანელი თამარ ცხომელიძე მოგემსახურებათ აქციის ფარგლებში. ჩვენ ვზრუნავთ თქვენ ჯანმრთელობაზე.

აქცია ძალაშია ყოველ ხუთშაბათს და შაბათს!

აქციის ორივე დღეს მოგემსახურებათ ამბულატორიული დეპარტამენტის უფროსი და გინეკოლოგი თათია ცხომელიძე.

აქცია ძალაშია ხუთშაბათს 10:00–დან 17:00 საათამდე და შაბათს 10:00–დან 14:00 საათამდე.

გთხოვთ, წინასწარ ჩაეწეროთ ნომერზე 577 059 900 რათა ისარგებლოთ აღნიშნული აქციით!