ოპერაციის შემდგომი გართულებანი - ქირურგია

კითხვა: მოგესალმებით, დედაჩემმა გაიკეთა ნაღვლის ბუშტის ოპერაცია, აღმოჩნდა, რომ პანკრეასს დაწყებული ჰქონდა დანეკროზება, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, პოსტოპერაციული მდგომარეობა იყო დამაკმაყოფილებელი,.ოპერაცია ჩატარდა ივნისის დასწსყისში, ახლა კი ასეთი პრობლემა გაჩნდა, ნაკერი გაიხსნა და იქიდან ჩირქმა იწყო დენა, ქირურგი გვეუბნება რომ ეს საშიში არაა, გთხოვთ მიპასუხეთ რასთან გვაქვს საქმე, ამჯერად გამონადენი შემცირდა, ჭრილობა მუშავდება წყალბადის ზეჟანგის ხსნარით და ვუსვამთ მალამოს. გმადლობთ
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ქირურგიული ოპერაცია მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და ორგანიზმის ფუნქციათა კორექციის მიზნით პაციენტის ქსოვილებსა და ორგანოებზე კომპლექსური მოქმედებაა, რომელიც სხვადასხვა მეთოდით ქსოვილების განცალკევებითა და შეერთებით ხორციელდება.
მკურნალობის ქირურგიულ მეთოდს, გარდა მკვეთრად გამოხატული სამკურნალო ეფექტისა, ყოველთვის სდევს თან ნეგატიური მოვლენები, რადგან ქირურგიული განაკვეთი ორგანიზმისთვის სერიოზული ტრავმაა.
ოპერაციის თანამდევი გართულებანი - ასეთია, მაგალითად: სისხლდენა, დაჩირქება, ნაკერების გახსნა, ჭრილობის შეხორცების შეფერხება და კონკრეტული გართულებანი, რომლებიც მხოლოდ მოცემულ ოპერაციას ახასიათებს. საფრთხემ და გართულებებმა შესაძლოა თავი იჩინოს როგორც ოპერაციის მსვლელობისას, ისე ადრეულ და გვიან ოპერაციის შემდგომ პერიოდებში.
როგორც ჩანს ,თქვენ უკვე მიმართეთ თქვენს ოპერატორს ,რაც ცხადია სწორია .ყველაზე მეტად ,სწორედ მას შეუძლია ობიექტურად შეაფასოს პაციენტის მდგომარეობა.
დანიშნული მკურნალობის შედეგიც უკვე სახეზეა და ეს ადასტურებს ,რომ თქვენი მკურნალი ექიმის მიერ არჩეული სტრატეგია მართებულია .
ასე რომ, მიჰყევით მის რეკომენდაციებს.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა