ოსტეოქონდროზი - ნეიროქირურგია

კითხვა: გამარჯობათ! მაწუხებს ზურგისა და მუხლების ტკივილი. ვარ 43 წლის რომელ ექიმს მივმართო.სახსრებიც მაწუხებს. დაღლილობასა და უძალობას ვგრძნობ.კეფაში მაქვს ზოგჯერ აუტანელი ტკივილი რაც გადადის თავში. იქნებ მირჩიოთ რამე.
პასუხი:

მოგესალმებით!
ტკივილი კეფის მიდამოში საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, თავის ტკივილის უამრავ მიზეზს შორის არსებობს ისეთებიც, რომლებსაც კისრის მიღმა გამშლელი კუნთების დაჭიმულობა უწევს პროვოცირებას, რომლებიც სწორედ კეფის ქვეშ არის განლაგებული.შესაძლოა კეფის ტკივილი კისრის მიდამოდან მომდინარეობდეს. ტკივილი კისრის ამ ნაწილში შეიძლება თავის მცირედი დახრის ან მობრუნების დროსაც განვითარდეს. ზოგჯერ კეფის მიდამოში შეხებაც კი მტკივნეულია. კეფის ტკივილის ძირითადი მიზეზებია:

  • ხერხემლის კისრის მიდამოს დაავადებები (სპონდილიტი, ხერხემლის კისრის მიდამოს მალათაშუა ანატომიური წარმონაქმნების ქვეამოვარდნილობები, ტრავმის დროს დაჭიმვა, ოსტეოქონდროზი);
  • კისრის სპონდილოზი;
  • კისრის მიდამოს მიოგელოზი.

გარდა ზურგის ტკივილისა, შესაძლოა თავი იჩინოს შემდეგმა ჩივილებმა:

  • წვის შეგრძნება;
  • დისკომფორტი;
  • ადვილად დაღლა;
  • დილის შებოჭილობა და სხვა.

შესაძლოა გარკვეულ მოძრაობაზე „გაჭედვა“, მაგალითად, მაშინ, როდესაც ადამიანი დიდხანს იმყოფება არაფიზიოლოგიურ სტატიკურ პოზაში. ფესვების დაზიანების დროს ადგილობრივ ტკივილს ემატება ოსტეოქონდროზის თანმხლები სხვა ნევროლოგიური დარღვევები:

  • კიდურების ტკივილი;
  • დაბუჟება;
  • სისუსტე;
  • ფუნქციის მოშლა.

ხშირად დისკოს საპროექციო არიდან გამოსული ფრაგმენტი აწვება ზურგის ტვინს და იწვევს ტკივილს წელის მიდამოში. ზურგის ტვინიდან ტოტებივით გამოდის ნერვები, რომლებიც შემდეგ ქვედა კიდურებისკენ მიემართება. თუ ფრაგმენტი მიაწვა ამ ნერვს, ფეხის ტკივილი აღმოცენდება. ტკივილის მიზეზია მექანიკური კონფლიქტი დისკოსა და ნერვულ დაბოლოებას შორის. 

თქვენს შემთხვევაში დისტანციურად ვერ გეტყვით რისგანაა გამოწვეული ტკივილი, ამიტომ უმჯობესია მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, ნევროლოგთან, უფასო საკონსულტაციო დღეს – პარასკევს, რომელიც შეაფასებს მდგომარეობას და გაგცემთ კორექტულ პასუხს მკურნალობის ტაქტიკაზე.
აუცილებელია წინასწარი ჩაწერა ნომერზე 577 119 119 ან 202 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა