ვიზიტი გასტროენტეროლოგთან - გასტროენტეროლოგია

კითხვა: მოგესალმებით,მაწუხებს ყველაფერი,მაქვს შეკრულობა,მეოთხე თვეა საერთოთ ვერ გავდივარ მინდა მთლიანი სხეულის გამოკვლევა თუ მოქმედებს თქვენთან სოციალური?თუ შემიძლია უფასოთ გამოკვლევა?გთხოოვთ დამეხმარეთ
პასუხი:

მოგესალმებით,
თქვენი ჩივილებიდან გამომდინარე აშკარაა, რომ გაქვთ გარკვეული პრობლემები კუჭ–ნაწლავის ტრაქტში.
ყაბზობა ანუ შეკრულობა არის ნაწლავების დაყოვნებული, გაძნელებული ან არასრული დაცლა.
ჯანმრთელი ადამიანების უმრავლესობას ნაწლავთა მოქმედება, დეფეკაცია, დღე-ღამეში ერთხელ აქვს, თუმცა ზოგ შემთხვევაში ნაწლავთა ორ დღეში ერთხელ დაცლაც შეიძლება ნორმად ჩაითვალოს.
ჩვეულებრივ, შეკრულობად მიიჩნევა ნაწლავთა დაცლის შეფერხება 48 საათით და მეტი ხნით. თუმცა, ეს ცნება შედარებითი და ინდივიდუალურია.
შეკრულობის მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ნაწლავის, ისე ნაწლავგარე დაავადებები.
ნაწლავის დაავადებებიდან მეტად საყურადღებოა ანთებითი დაავადებები, რომელთა მკურნალობა შესაძლებელია კონსერვატიულად.
ეგრეთწოდებული მექანიკური შეკრულობის დროს კი, ძალიან მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა.
მიზეზი ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის თანდაყოლილი ანომალიაა – ჰირშპრუნგის დაავადება ან იდიოპათიური მეგაკოლონი, რომლის დიაგნოსტირებისთვისაც გამოიყენება:

  • რენტგენოლოგიური კვლევა;
  • ენდოსკოპიური კვლევები.

ხშირი შეკრულობა საყურადღებოა და აუცილებლად საჭიროებს მკურნალობას.
მობრძანდით ჩვენს კლინიკაში გასტროენტეროლოგთან კონსულტაციაზე, ვიზიტისას შეფასდება მდგომარეობა, საჭიროების შემთხვევაში ჩაგიტარდებათ გასტროსკოპიული კვლევა, რომელზეც კლინიკის აქციის ფარგლებში გვაქვს ფასდაკლებები, ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:  https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili-- 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა