კითხვა: გამარჯობა, მაინტერესებს როგორ ვუმკურნალო ცხიმიან თმას და თმის ცვენას. ამ ბოლო დროს გვირგვინთან ვამჩნევ რაღაც წერტილს მეგობრები მეუბნებიან არანაირი შეთხელება არარისო და გამელოტების სიპტომები,თუ შეიძლება სურათს გამოგიგზავნით და თქვენ მირჩიოთ რამე
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგახსენებთ, რომ თმის ცვენის პროცესი უმეტესწილად მრავალკომპონენტიანია. მიზეზები შესაძლოა იყოს ლოკალური, იმუნური, მეტაბოლური, ენდოკრინული და ა.შ. ფაქტორებით განპირობებული.
ალოპეციის მთავარი მიზეზი თმის ფოლიკულებზე ანდროგენების ზემოქმედება და ფოლიკულთა მემკვიდრეობითი თავისებურებებია.
მამაკაცებში ეს ხშირად ანდროგენული ხასიათისაა. ანდროგენული ალოპეცია პროგრესირებადი გამელოტებაა, რომელსაც თმის ფოლიკულებზე ანდროგენების (მამაკაცის სასქესო ჰორმონების) ზემოქმედება იწვევს. ის ძირითაადად გენეტიკურად განწყობილ პაციენტებს ემართებათ.
ანდროგენული ალოპეციის მკურნალობა პრობლემად ითვლება, ვინაიდან არ არსებობს პრეპარატი, რომელიც ერთდროულად იმოქმედებდა ამ ტიპის ალოპეციის ყველა პათოგენურ ფაქტორზე, მაგრამ არსებობს ზოგადი და ადგილობრივი მოქმედების ეფექტური საშუალებები, რომლებიც პროცესს ანელებს.
თავდაპირველად თმის ცვენა ფიზიოლოგიურია. ამ დროს იმატებს კანის ცხიმოვნებაც - ყალიბდება ე.წ. ფიზიოლოგიური სებორეა, რომელიც, ჩვეულებისამებრ, 2-5 წლის შემდეგ გაივლის და ცხიმის გამოყოფაც ნორმას უბრუნდება.
გირჩევთ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაზე.
ასევე, კლინიკაში მიმდინარე აქციის ფარგლებში, შეგვიძლია შემოგთავაზოთ ფარისებრი ჯირკვლის სრულფასოვანი კვლევა, რომელიც ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31342/gamoikvliet-farisebri-jirkvali-ultratanamedrove-aparatit-mkholod-49-larad-

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა