კითხვა: გამრჯობა ვარ 20 წლის ციკლი თითქმის სულ მიწყდება.წამლებით მომყავსს .წამლებს დავამთავრებ რამდენიმე თვე მომდის მერე ისევ მიწყდება სად არ ვიყავი მაგრამ ექიმები ამბობენ არაფერია მარტო ჰორმონები გაქვს მომატებულიო ..როგორ შეიძლება მოვიქცე
პასუხი:

მოგესალმებით,
სავარაუდოდ თქვენ უკვე გაეცანით ჩვენს ერთ–ერთ პასუხს ამენორეასთან დაკავშირებით, რომელიც არის მენსტრუაციის არ ქონა - ერთი ან მეტი მენსტრუალური პერიოდის გამოტოვება.
როგორც მოგვითხრობთ, „ექიმები ამბობენ არაფერია, მხოლოდ ჰორმონები გაქვს მომატებულიო“ , სავარაუდოდ ჩატარებული გაქვთ შესაბამისი კლინიკურ–ლაბორატორიული კვლევები.
ასეთ დროს კი, აუცილებელია მკურნალობის მეთოდი შეიმუშავონ გინეკოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ერთობლივად.
მიმოწერის რეჟიმში ვერ დაგეხმარებით, აუცილებელია გავეცნოთ ჩატარებულ კვლევათა პასუხებს.
ამიტომ, შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში გინეკოლოგთან უფასო კონსულტაციაზე, რომელიც ობიექტურად შეაფასებს მდგომარეობას, მკურნალობაში ჩართავს ენდოკრინოლოგს და შეგერჩევათ ინდივიდუალური მკურნალობის კურსი.

● ანალოგიურ შეკითხვაზე პასუხი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:   https://kirurgia.ge/29/shekitkhva-eqims/33 

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის და ჩასაწერად, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა