სისხლიანი განავალი - პროქტოლოგია

კითხვა: გამარჯობა. განავალში სისხლი რისი ბრალი შეიძლება იყოს? ანუ არც ქავილი აქვს არც წვა არც მუცლის ტკივილი არც შეკრულობა.. კუჭის მოქმედება ნორმალური აქვს და განავალი სისხლიანი. დღეს მეორე დღეა და დილასაც გაუმეორდა იგივე. რისი ბრალი შეიძლება იყოს თუ შეგიძლიათ რომ მიპასუხოთ?
პასუხი:

მოგესალმებით,
სისხლიანი განავლის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირება დისტანციურად შეუძლებელია, თუმცა, ყველაზე ხშირად რექტალური სისხლდენის გამომწვევი ფაქტორებია:

  • ჰემოროი (ბუასილი);
  • ანუსის ნაპრალი;
  • სწორი ნაწლავის კიბო;
  • ანგიოდისპლაზია (ნაწლავის სისხლძარღვების ანომალია);
  • მსხვილი ნაწლავის კიბო;
  • პოლიპი;
  • კრონის დაავადება;
  • დივერტიკულიტი (პარკისებრი გამოდრეკა ნაწლავის კედელზე);
  • პროქტიტი;
  • სწორი ნაწლავის ერთეული წყლული.

დამოუკიდებლად თვითმკურნალობა, მაშინ როდესაც არ იცით რა არის მიზეზი, არ არის მიზანშეწონილი.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, გირჩევთ არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი.
შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენს კლინიკაში, სადაც მაღალკვალიფიციური კოლო-რექტალური ქირურგი, ბატონი ლაშა სილოგავა გაგიწევთ დახმარებას.
საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ კუჭ–ნაწლავის სისტემის სრულყოფილ კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--
სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ ენდობით ჩვენს კლინიკას, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა