კითხვა: გამარჯობა..ე.ი მქონდა ესეთი სიმპოტომები..ვარ 29 წლის...საღამოობით ვვარჯიშობ ვთამაშობ ფეხბურთს..ვეწევი და უცებ ვიღლები მაგრამ უცებ ვიღდგენ ძალას და ისევ ვაგრძელებ..მაქსვ ასევე ეროზიები ნაწლავებში..ზოგჯერ გულძმარვა..მებერება მუცელიც..ეს მაშინ როცა ძნელად მოსანელებელ საჭმლეს მივირთმევ..ამ დროს ამომდის ჰაერები კუჭიდან, და მაბოყინებს დღეში 100 ჯერ..ბოყინი და ეს ჰაერების ამოსვლა ძლიერდება მოძრაობისას, დახრისას..რომ არ ამოვაბოყინო ეს ჰაერი მეჩხირება ყელში და უსაიმოვნო შეგრძნებაა, ამოვუშვებ ამ ჰაერებს და მშვიდად ვარ...თუარადა ყოფილა შემთხვევა ვერ მოვასწარი ამოშვება ჰაერის ამობოყინება და გული ამიჩქარდა და ა.შ. გუშინ წინ უცაბედად ამოსუნთქვის დროს ვიგრძენი ჩხვლეტა გულის მხარეს.. აი როცა ღრმად გინდა ამოისუნთქო მაგრამ უცებ მიჩხვლეტდა და ვერ ვბედავდი ისეთი ტკივილი მქონდა ...გულის გამოსარიცხად მივიღე ნიტროგლიცერინი..შდდეგი საერთოდ არაფერი გარგძლედა ეს ჩვხლეტა ისევ..დავაკვირდი და მოძრაობის დროდ მარცხენა მხრისკენ ასევე მერჭობოდა რაღაც, წინა დღეს ამ სიმპტომამდე მქონდა სიცხე 37.7 გრადუსი...წამლის გარეშე გამიარა მხოლოდ ჩაის სმით..მოკლედ ნიტროგლიცერინის უმოქმედობის მერე მივიღე კარდიომაგნიდი თუ რაცაა, არც ამის მერე გამიარა..იძულებული გავხდი მესუნთქა ისე რომ ღრმად არ ამომესუნთქა რომ ტკივილი არ მეგრძნო..საბოლოოდ წამოვედი სამსახურიდან და დავწექი სახლში..მივიღე დაწოლამდე კეტანოლი..ამ წამლის დალევის დროს მარცხენა მხარწს რომ დავწექი ტკივილი გაიზარდა, რომ გავსწორდი არ მტკიოდა და მხოლოდ ისევ ამოსუნთქვისას მჩვლეტდა მწარედ..ა მ დროს ისევ მოვინდომე მარცხნივ დაწოლა მშვიდად და რაღაცნაირი ხმით აი თითების ტკაცუნივით დაიტკაცუნა და გამიარა საერთოდ ტკივილმა..არც ამოსუნთქვისას მქონდა და არაფერი...პ.ს წნევა გავიზომე ამ დროში არ მქონდა არც მაღალი არც დაბალი... ასევე ხშირა დაძინებისას როგორც კი თვალს დავხუჭავ მაქვს გულის წასვლის შეგრძნება და თავბურსხვევა, ეს როცა აი თვალს ვხუჭავ უკვე უნდა დავიძინო და ვსიო მეღვიძება, რამდნჯერმე ვცდილობ დავიძინო მაგრამ როგორც კი თვალს დავხუჭავ და ძილს მივეცემჯ თავბრუსხვევა და გულისწასვლიშ შეგრძნება მაღვიძებს.
პასუხი:

მოგესალმებით,
მოგაწვდით ზოგად ინფორმაციას. ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.
საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში.
შემაწუხებელ ბოყინს იწვევს:

  • კარდიოსპაზმი;
  • საყლაპავის აქალაზია;
  • დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი;
  • კარდიული სფინქტერის უკმარისობა;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
  • გასტრიტი;
  • დუოდენიტი;
  • დუოდენოსპაზმი;
  • კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი;
  • ნეიროვეგეტატიური დისტონია;
  • ენტერიტი;
  • კოლიტი;
  • ქრონიკული ან მწვავე პანკრეატიტი და ა.შ.

თქვენს შემთხვევაში ვფიქრობთ, ჩივილის გამომწვევია გასტრიტი რომელიც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, გაღიზიანება ან ეროზიაა. ის არის არა ერთი კონკრეტული დაავადება, არამედ გარკვეულ ვითარებათა ჯგუფი, რომელიც კუჭთან დაკავშირებული პრობლემებით და სიმპტომებით ვლინდება.
ხოლო, რაც შეეხება ჩხვლეტის შეგრძნებას გულის არეში, ვფიქრობთ კარდიოლოგიურ პათოლოგიას ადგილი არ აქვს და ჩივილი უკავშირდება იმას რომ, კუჭსა და გულს საერთო ინერვაცია აქვთ. შესაბამისად თქვენ გაქვთ ე.წ. გადაცემითი ტკივილები.
უმჯობესია, მობრძანდეთ კლინიკაში, გაიაროთ გასტროენტეროლოგთან კონსულტაცია, რომელიც შეიმუშავებს კვლევების სტრატეგიას და განსაზღვრავს მკურნალობის მეთოდს.
გასტროსკოპიით კვლევის საჭიროების შემთხვევაში კი, შემოგთავაზებთ ფასდაკლებას, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/31412/gawukhebt-guldzmarva,-kuchis-tkivili--

სხვა დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას !

გამოაგზავნეთ შეკითხვა