ცარიელი თურქული კეხის სინდრომი, კიდურების ტკივილი - ანგიოლოგია

კითხვა: გამარჯობა.მაინტერესებს თურქული კეხის განლევის ანუ სითხის არ არსებობის დროს შეიძლება გამოიწვიოს კიდურების მუდმივი გაბუჟება და ტკივილი??
პასუხი:

მოგესალმებით, 

თურქული კეხის განლევა –  ეს არის ქსელისებრი გარსისგან წარმოქმნილი თიაქრის პარკი, თურქული კეხის დიაფრაგმის ხვრელში და ამოვსებულია ცერებრო-სპინალური სითხით.

მაგნიტურ-რეზონანსული  კვლევის შედეგად,  გამოვლინდება თურქული კეხის გაფართოება 11-12მლ-მდე.

ასეთ დროს, პაციენტთა 10%-ს აღენიშნებათ  ქალასშიდა ჰიპერტენზია, მათ შორის არიან ჭარბწონიანი მრავალჯერ ნამშობიარევი ქალები, რომელთაც ხშირად აწუხებთ დაძაბვის თავის ტკივილი, არტერიული ჰიპერტენზია.

თავის ტკივილი არის ერთ–ერთი ძირითადი ჩივილი, რომელიც აწუხებს დაავადებულთა 70%-ს, მათ შორის ნეიროენდოკრინული დარღვევები აღენიშნება 50%-ს , თუმცა ეს არის ძირითადად მსუბუქი ხასიათის.

რაც შეეხება კიდურების დაბუჟებასა და ტკივილს, მის კავშირს თურქული კეხის განლევასთან, ვერ ვხედავთ, თუმცა  შესაძლოა ეს იყოს  სპინალური ნერვის კომპრესია , რომელიც გამოიხატება კიდურების ტკივილით, დაბუჟებით, ან ჩხვლეტით.

თუ ცალკე განვიხილავთ კიდურების დაბუჟებას, მაშინ შესაძლოა მიზეზი იყოს ქრონიკული ვენური უკმარისობა, რომელიც ხასიათდება ღრმა ვენების სარქველების უკმარისობით, დაზიანებული სარქველები ვეღარ ეწინააღმდეგება ვენური სისხლის უკუდინებას, იზრდება სისხლძარღვების გამავლობა, რაც კლინიკურად ვლინდება ქვედა კიდურების დაბუჟებით,  ტკივილით, რომელიც ძლიერდება ხანგრძლივი დგომისას და სუსტდება მოსვენების პერიოდში, ვენების ვარიკოზული გაგანიერებით და ა.შ.

ქრონიკული ვენური უკმარისობის დიაგნოზი ძირითადად ეყრდნობა კლინიკურ სურათსა და ულტრაბგერით კვლევას, კერძოდ კი დუპლექს სკანირებასა და დოპლეროგრაფიას.

კლინიკის აქციის ფარგლებში, შემოგთავაზებთ ზემოაღნიშნულ კვლევას ფასდაკლებით, ვრცლად იხილეთ ბმულზე: https://kirurgia.ge/article/30976/gawukhebt-tkivili-qvemo-kidurebshi-siarulis-dros--uchivit-terfebis-gaciebas-an-dabudjebas--gaqvt-shaqriani-diabeti--

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.

გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

 

გამოაგზავნეთ შეკითხვა