კითხვა: გამარჯობა ჩემი შვილი არის 9წლის გოგონა 46 კილოგრამი .სიმაღლე 1.25 არ უყვარს მოძრაობა და ხტუნვა თამაში.უმეტესად სულ ზის.ანალიზები გაკეთებული გვაქვს ჰორმონალური დარღვევა და ჩიყვი არ აქვს.მაქსიმალურად ვცდილობთ ცოტა ვაჭამოთ .თუმცა შედეგი არ გვაქვს .ბავშვს სულ შია.როგორ მოვიქცეთ.ვისთან ან სად მივიყვანოთ?იქნებ გვირჩიოთ?ბავშვი თავის წონას ძლივს ერევა უჭირს მკვეთრი მოძრაობა
პასუხი:

მოგესალმებით,
წონა და მისი დინამიკა, ბავშვის ჯანმრთელობისა და ზრდა-განვითარების ძალიან მგრძნობიარე მაჩვენებელია.
ჭარბი წონა ისეთ საშიშ დაავადებას უკავშირდება, როგორიც არის – შაქრიანი დიაბეტი.
მართალია, ის მხოლოდ მოზრდილთა სნეულებებად მიიჩნეოდა, თუმცა, დღეს პედიატრიულ პრაქტიკაშიც გამოჩნდა და სამწუხაროდ, თანდათან ხშირდება.
ბავშვებსა და მოზარდებში ჭარბ წონას დიეტოთერაპიით მკურნალობენ. დიეტა აუცილებლად ბალანსირებული და პროფესიონალის შერჩეული უნდა იყოს! 
არ შეიძლება მზარდი ორგანიზმისთვის აუცილებელი ინგრედიენტების რაციონიდან გამორიცხვა, თუმცა კარგი იქნება, თუ უარს იტყვით:

  • რაფინირებულ ნახშირწყლებზე – შაქარზე;
  • საკონდიტრო ნაწარმზე;
  • მურაბებზე.

დიეტის ფონზე აუცილებელია ცხიმში ხსნადი ვიტამინების, ზოგ შემთხვევაში – კალციუმის პრეპარატების მიღება.
ასევე აუცილებელია სწორად შერჩეული, დოზირებული ფიზიკური აქტივობა:

  • სამკურნალო ფიზკულტურა:
  • წყლის პროცედურები.

ძლიერი ფიზიკური დატვირთვა რეკომენდებული არ არის.
გირჩევთ, მიმართოთ ბავშვთა ასაკობრივ კლინიკაში ენდოკრინოლოგს. რომელიც დაგეხმარებათ ჭარბი წონის გამომწვევი მიზეზის დიაგნოსტირებასა და ამ ასაკისთვის შესაბამისი ჯანსაღი კვების რაციონის შედგენაში.


„ქირურგიის ეროვნული ცენტრი“ ემსახურება 15 წლის და მეტი ასაკის მქონე პაციენტებს. ამიტომ, ამ ეტაპზე ვერ დაგეხმარებით.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა