ცისტოსტომა - უროლოგია

კითხვა: მოგესალმებით ასეთი კითხვა მაქვს მყავს ბაბუა ინსულტიანი მწოლიარე და მეორე წელია რაც შარდის კათეტერი უდგას ცისტოსტომა. შარდვის შეგრძნება არ აქ დაკარგული, დაახლოებით 7 წლის წინ პროსტატაზე ქონდა გაკეთებული ოპერაცია. მაინტერესებს შესაძლებელი არის თუ არა მისი ამ მდგომარეობით შარდვის პრობლემის მოხსნა, არსებობს თუ არა რამე მედიკამენტოზური მკურნალობა მსგავსი პრობლემისთვის, რომ თავისით მოშარდოს და არა კათეტერის მეშვეობით?
პასუხი:

მოგესალმებით,
შარდის კათეტერი დრენაჟული მილია, რომელიც შარდის ბუშტში იდგმება და სხეულის გარეთ შემგროვებელ სისტემას უერთდება.
ცისტოსტომა ხანგრძლივად იდგმება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შარდსადენი მილის შევიწროება ან დახშობა. ამიტომ, შესაძლებელია თუ არა ცისტოსტომის ამოღება, საშარდე სისტემის სტრუქტურის შეფასების გარეშე, ვერ მოგახსენებთ. მარტივი ცდა, რაც შესაძლებელია სახლის პირობებში ჩატარდეს არის შემდეგი - სპეციალური ჩამკეტით უნდა დაიხშოს ცისტოსტომის მილი და 1-2 საათის განმავლობაში დააკვირდეთ. თუ პაციენტს გაუჩნდა მოშარდვის სურვილი და იმავდროულად შეძლო ბუნებრივი გზით გამოყოფა, მაშინ შესაძლოა განხილული იქნას ცისტოსტომის ამოღების საკითხი. თუმცა ასეთი მიდგომა მოითხოვს სიფრთხილეს და ყურადღებას, ამიტომ სპეციალისტის ზედამხედველობის გაეშე ამას არ გირჩევთ. მითუმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ საქმე ეხება მწოლიარე პაციენტს და მისი ბუნებრივი გზით შარდვის აღდგენის შემთხვევაში გაჩნდება დამატებითი პრობლემა მომსახურებასთან დაკავშირებით. ასე რომ მწოლიარე პაციენტისათვის ცისტოსტომის არსებობა, უფრო კომფორტული და მისაღები ვარიანტია, გირჩევთ ასევე დატოვოთ.
თუ მაინც გადაწყვეტთ ცისტოსტომის ლიკვიდაციას, მაშინ მობრძანდით ჩვენს ცენტრში უროლოგთან კონსულტაციის მიზნით.

სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით, საკონტაქტო ნომერზე 577 119 119 ან 2 02 25 25.
გმადლობთ, რომ გვენდობით, გისურვებთ ჯანმრთელობას!

გამოაგზავნეთ შეკითხვა